Powered by Jasper Roberts - Blog

13:05 09.02.2017
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული 318 მილიონიანი სტრატეგიული ინვესტიცია

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული 318 მილიონიანი სტრატეგიული ინვესტიცია. 

ქვეყნის ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელი მილიარდ ოთხასორმოცდაორიმილიონი ლარი. ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი 1400 ადამიანი. გამორჩეული მოთამაშე საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე. 117 თანამედროვე სტილის ავტო და გაზ-გასამართი სადგური და 20 სერვის-ცენტრი საქართველოს მასშტაბით. მრავალფუნქციური კომპლექსები ურბნისსა და ბათუმში, რომელთა დიზაინმა არა-ერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა აქვე წარმოგიდგენთ კომპანიას „სოკარ ჯორჯია გაზი“ 

 

როგორია კომპანიის  სამომავლო გეგმები? (სიახლეები და პროექტები, ახალი პროდუქტები)

 

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ უკვე მე-10 წელია ყოველწლიურად ანვითარებს თავის მოქმედების არეალს. კერძოდ, უახლოესი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია მშენებლობების წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: 

- აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე (ავტობანი) მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა; 

- ქუთაისში კომბინირებული ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა;

- ლაგოდეხსა და კასპში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა;

- დაგეგმილია ზოგიერთი, უკვე არსებული სადგურის სრული რეკონსტრუქცია.

როგორც ყოველთვის, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ხარისხის საკითხს და ამ კუთხით გამოყენებული იქნება სხვადასხვა ინოვაციური მეთოდები და კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დანადგარები. იგეგმება ღონისძიებების გატარება, რათა  ავტოგასამართ სადგურებზე არსებული ინფრასტრუქტურა გახდეს ბევრად მრავალფეროვანი და მიმზიდველი მომხმარებლისათვის. 

გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის საკითხთან დაკავშირებული შეთავაზებების კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რაც გაცილებით საინტერესო იქნება მომხმარებლისათვის.

 

გეგმავთ თუ არა საინვესტიციო პორტფელის გაზრდას?

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დაწყებული 2008 წლიდან თითქმის მუდმივად იკავებს ლიდერ პოზიციებს საქართველოში მოქმედ ანალოგიურ და ზოგადად სხვა პროფილის მსხვილ კომპანიებს შორის. კომპანია მრავალჯერ იქნა გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში და მინიჭებული აქვს ჯილდოები: „ყველაზე მსხვილი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში“, „ყველაზე მსხვილი ინვესტორი“, „ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია“, „საუკეთესო ავტოგასამართი სადგურების ქსელისა და ინფრასტრუქტურის მქონე კომპანია“ და მრავალი სხვა.

 

თქვენ უკვე ორჯერ გახდით „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვეუბული,რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბიზნეს დაჯილდოვებაში მონაწილეობა?

 

სულ ახლახან ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კომპანიის ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგური დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და არქიტექტურულად დახვეწილი სადგურების ათეულში. 

მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩვენთვის განსაკუთრებულად საპატიოა „ჯორჯიან თაიმსის“ ნომინაციებში გამარჯვება, რომლებშიც მონაწილეობის მისაღებად კომპანია მართალია ემზადებოდა, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერის ფონზე ასეთ შთამბეჭდავ გამარჯვებებს ნამდვილად არ ველოდით. კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" გამარჯვებულად დასახელდა და გადაეცა ჯილდო შემდეგ ნომინაციებში: ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელი; საუკეთესო ავტოგასამართი სადგურებისა და ინფრასტრუქტურის მქონე კომპანია; უმსხვილესი დამსაქმებელი.

 

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გახდა მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად 2015-2016 წლების შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალის გამარჯვებული და 2015-2016 წლების საუკეთესო კომპანიის წოდების მინიჭებასთან ერთად გადაეცა გრან-პრი - ბიზნესის ეროვნული ჯილდო.

კომპანიის თითოეული წევრისთვის ეს მოვლენა იყო ძალზედ დიდი სიხარულის მომტანი, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტს ბატონ მალხაზ გულაშვილს და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბი”-ს ხელმძღვანელობას - ბატონ მერაბ ფაჩულიას ასეთი შესანიშნავი და ასეთი საჭირო ღონისძიების ასეთი მაღალი დონით ჩატარებისათვის.

მერწმუნეთ ყველა ბიზნეს-კომპანიისათვის ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და ძალზედ საჭიროა.

 

 როგორ შეაფასებდით საქართველოში მიმდინარე ბიზნეს გარემოს და ხელისუფლების ბიზნეს პოლიტიკას?  

 

თვითონ ის ფაქტი, რომ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა, მეტყველებს იმაზე, რომ თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებს ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას.

საქართველოში არსებობს ბიზნესის განვითარების ყველა პირობა და ამას აღნიშნავენ არა მარტო ადგილობრივი მეწარმეები, არამედ უცხოელი ექსპერტები და ბიზნესმენებიც. ყველა პირობაა შექმნილი, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში განვითარდეს ბიზნესი და არ იყოს მოქცეული სხვადასხვა სახის მარწუხების ქვეშ. მისასალმებელია, რომ ხელისუფლება ყურადღებით უსმენს ბიზნესს სხვადასხვა რეგულაციების მოწესრიგებისათვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მისი განვითარებისათვის.

 

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართული ბიზნესის განვითარებაში?

 

ბევრი რამ კეთდება რეგულაციების დასახვეწად, მაგრამ მიგვაჩნია, რომ რამდენიმე საკითხი ითხოვს სერიოზულ ყურადღებას. კერძოდ:

- ეს არის აღმასრულებელ ინსტიტუტების ქვედა რგოლებში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება;

- სამწუხაროდ მოსაშლელია ან დასახვეწია ჯერ კიდევ არსებული ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტაზე, რის გამოც ზარალდება როგორც ბიზნესი, ასევე სახელმწიფოც.

- მიგვაჩნია, რომ ბიზნეს-რეგულაციების საკითხების გადაწყვეტის საკითხის განხილვაში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ბიზნეს-სექტორი კონსულტაციების ფორმით

 

 ვიცით, რომ ბევრი სოციალური პროექტის მხარდამჭერი ხართ,როგორია თქვენი  ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობა? 

კომპანია ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სოციალური საკითხების და მასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას. კომპანიას 2015-2016 წლების პერიოდში სოციალურ პროექტებზე დახარჯული აქვს 2 275 000 ლარზე მეტი. სოციალური საკითხების დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება და გაიზრდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge