Powered by Jasper Roberts - Blog

11:30 09.02.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიან ვიზიტს იწყებს. ლევან იზორიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე.

 


ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, რომლებიც ავღანეთში მიმდინარემტკიცე მხარდაჭერისმისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან.

 


თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ ინფორმაციას გერმანელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან მოისმენენ. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 37- მექანიზირებული ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერთან, ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.


 

 

ამჟამად, გერმანიაში ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფები გადიან. ბად-ზალცუნგენში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზემტკიცე მხარდაჭერისმისიისთვის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ემზადება. დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე კი, სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23- ბატალიონი გადის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge