Powered by Jasper Roberts - Blog

15:22 08.02.2017
„თამ მენეჯმენტის“ - მსოფლიოს მასშტაბის ავტორიტეტი და სანდოობის უმაღლესი ხარისხი

„თამ მენეჯმენტი“- ავიამშენებლობა, სამხედრო საავიაციო ტექნიკისა და შეიარაღების რემონტი, მოდერნიზება და სერვისული მომსახურება.  სამი მილიონი დოლარის ღირებულების განახლებული ინფრასტუქტურა, სამხედრო თვითმფრინავებისა და ჰაერი–ჰაერი ტიპის რაკეტების კაპიტალური რემონტის და მოდერნიზების რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები,   ბიზნეს–ჯეტების   და კომპოზიტური დეტალების წარმოების ახალი საინვესტიციო პროექტი. მსოფლიოს მასშტაბის ავტორიტეტი და სანდოობის უმაღლესი ხარისხი.


ნომინაცია - „თამ მენეჯმენტი“  და ვაჟა  თორდია - მოდერნიზებული წარმოება,  ახალი საინვესტიციო პროექტები, საერთაშორისო  აღიარება, ახალი სამუშაო ადგილები.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ კომპანიის დირექტორს ვაჟა თორდიას ესაუბრა.

 

როგორია კომპანიის  სამომავლო გეგმები? 

კომპანია „თამ მენეჯმენტი“ დაფუძნდა 2015 წლის იანვარში. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ავიამშენებლობა, კერძოდ, სამხედრო საავიაციო ტექნიკისა და შეიარაღების რემონტი, მოდერნიზება, სათადარიგო ნაწილების დამზადება, სერვისული მომსახურება და სხვ.

დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში, კომპანიამ უზრუნველყო მისთვის უზუფრუქტით გადაცემულ ქონებაზე სარემონტო / სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლების, საერთაშორისო ნორმებთან და კომპანიის დასახულ ამოცანებთან  შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რისთვისაც  განხორციელებულ იქნა 3 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია.


როგორია თქვენი საინვესტიციო გეგმები?

დღეისათვის, კომპანიას დადებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები, როგორც სამხედრო თვითმფრინავების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზების, ასევე, ჰაერი–ჰაერი ტიპის რაკეტების რემონტის მიმართულებით.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან სამხედრო პროდუქციის წარმოებისა და მოდერნიზების კუთხით ახალი კონტრაქტების დასადებად. ამასთან, კომპანია გეგმავს განვითარებას კომპოზიტური მასალებისაგან დეტალების წარმოების კუთხით, რაც, პირველ ეტაპზე, გულისხმობს საჭირო დანადგარების შესყიდვასა და შესაბამისი საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწყობას და რისთვისაც განხორციელებული იქნება რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია.

ასევე, კომპანია გეგმავს განვითარებას კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული ბიზნეს-ჯეტების წარმოების კუთხით და აღნიშნული თვითმფრინავების სერტიფიცირების პროცესისათვის საჭირო ღონისძიებების დაწყებას, რაც მოითხოვს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას.


როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბიზნეს პოლიტიკას? 

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებისა და სამომავლო განვითარების საფუძველს ქმნის დღეისათვის ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და აღნიშნული მიმართულებით მთავრობის სწორი პოლიტიკა, რაც უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოვებაში მონაწილეობა?

 

ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ წლების განმავლობაში ორგანიზებული ბიზნეს-დაჯილდოება, წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ბიზნეს-სუბიექტებისათვის, როგორც ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობის, ასევე, კომპანიების განვითარების წარმოჩენისა და საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდების კუთხით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge