Powered by Jasper Roberts - Blog

13:43 06.02.2017
რა დაავადება დაუდგინდა პატრიარქს? - მას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელსაც ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს, გერმანელი ექიმები გეგმიურ ოპერაციას ჩაუტარებენ.

 

პატრიარქის ექიმის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში მედიკოსები გამოკვლევებს საბოლოოდ დაასრულებენ, რის შემდეგაც ოპერაციის ჩატარება იგეგმება.


"პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, ახლა მედიკოსები გამოკვლევებს უტარებენ, სავარაუდოდ ორ დღეში გამოკვლევების საბოლოო პასუხები გვეციდონება, თუმცა გეტყვით, რომ იგეგმება ოპერაციის ჩატარება",- აცხადებს პატრიარქის ექიმი. 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ქართველმა ექიმებმა ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge