Powered by Jasper Roberts - Blog

15:02 04.02.2017
10 წესი მუდამ მოხდენილად რომ გამოიყურებოდეთ

1. გადაწყვეტილების ბოლო მომენტში მიღება

"რა ჩავიცვა?" სამსახურში გაქცევის წინ კი არა, დაძინების წინ უნდა გაგიჩნდეთ. გადაარჩიეთ რამდენიმე სამოსი, შეხამება და დილით რომელიმეს აირჩევთ, არც ყავა გაგიცივდებათ და არც სამსახურში დაგაგვიანდებათ. 



2. ამინდის შესაფერისი სამოსი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ზამთარში ზაფხულის სამოსით ქუჩაში ნუ გამოხვალთ. შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეთ, მაგრამ არაადეკვატურად.



3. უადგილო სამოსი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოგზაურობისას და ექსკურსიაზე არ უნდა გეცვათ და არც კოქტეილს კაბა - სამსახურში. დრეს-კოდი ყველგან უნდა დაიცვათ. 



4. სასურველი ზომისა და ფორმის სამოსი 
კარადაში შეიძლება გეკიდოთ ჯინსი, რომლის ჩაცმასაც გახდომის შემდეგ აპირებთ, მაგრამ დიდი ზომის ან პირიქით პატარა ზომის სამოსს ნუ ჩაიცვამთ. თქვენს სხეულს ულამაზოდ გამოაჩენს. 



5. მცირე დეტალები
ლაქა, გაქუცული სამოსი, გამოშვერილი ძაფი - ასეთ დეტალებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, ის არ გალამაზებთ, პირიქით. 



6. აქსესუარების ნაკლებობა
ჯინსა და სვიტერსაც კი უნდა შეუსაბამოთ აქსესუარი. ეს შეიძლება იყოს შარფი, ქამარი, ბიჟუტერია, მაგრამ არა ძვირფასი მეტალები და ან ყველაფერი ერთად. 



7. უხარისხო მატერია
დაბალხარისხიანი სინთეტიკა ღარიბულად გამოიყურება, სწრაფად კარგავს ფორმას. უპირატესობა მიანიჭეთ ტრიკოტაჟს, ბამბას, აბრეშუმს, შალს, დენიმს. ასეთ სამოსში თავს მეტად კომფორტულად იგრძნობთ. 



8. ფერების შეხამება
ამის ნიჭი ყველას არა აქვს. თუთიყუშივით რომ არ იყოთ მრავალფეროვანი, სამოსში 2-3 ფერი შეუხამეთ ერთმანეთს. შავისა და თეთრის დუეტი კი კლასიკაა, რომელსაც ოქროსფერი ან წითელი აქსესუარი დაამშვენებს და ა.შ. 



9. უჩვეულო პრინტები
ასე პოპულარული "ლეოპარდის" პრინტი შეიძლება კეთილშობილურადაც გამოიყურებოდეს და ვულგარულადაც, უპირატესობა კლასიკურ ნახატებს მიანიჭეთ: ბადე, ზოლები, რგოლები ან გეომეტრია. 



10. არასწორად შერჩეული ქვედა თეთრეული
არც ბიუსტჰალტერი და არც ტრუსი ისე არ უნდა გიჭერდეთ, რომ სამოსზე ხორცები უშნოდ ამოგებურცოთ. იყიდეთ თქვენი ზომის თეთრეული, რათა ამ უხილავმა სამოსმა ხილული პრობლემა არ შეგიქმნათ. 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge