Powered by Jasper Roberts - Blog

15:50 03.02.2017
„ვისოლ ჯგუფი“-უმსხვილესი მრავალპროფილური ჰოლდინგი, ინოვაციური მართვა, ეფექტიანი მარკეტინგი და ბიზნესის კორპორატიული პასუხისმგებლობა

„ვისოლ  ჯგუფი“ უმსხვილესი ბიზნეს-ჯგუფია საქართველოში. იგი დინამიურად ავითარებს არამხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ბიზნესს.

 

ვისოლ ჯგუფში  გაერთიანებულია ბრენდული კომპანიები: “სმარტი”,„ვენდი“, „დანკინდონატსი“,“ვისოლი” ავტომომსახურების ქსელი „ვიანორი“,უძრავი ქონების კომპანია „ველაჯიო”, სარეკლამო კომპანია „ალმა“ და სხვა  მრავალი.

 

ნომინაცია-„ვისოლ ჯგუფი“ და სოსო ფხაკაძე - უმსხვილესი მრავალპროფილური ჰოლდინგი,  ინოვაციური მართვა, ეფექტიანი მარკეტინგი,   ბიზნესის კორპორატიული პასუხისმგებლობა. 

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტს სოსო ფხაკაძეს ესაუბრა:

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენ კიდევ ერთხელ, ახლებურად გავიაზრეთ, თუ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. მომავალი წლიდან ვაპირებთ დამატებითი ინვესტიციები შემივიტანოთ საქართველოში. ამაზე მოლაპარაკებები უფრო აქტიურად იმართება და ძალიან საინტერესო ფაზებშია. მომავალი წლის პირველ ნახევარში გავაკეთებთ განცხადებას თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.

 

ანუ საინვესტიციო პაკეტის გაზრდას აპირებთ?

 

აუცილებლად, უნდა გავაგრძელოთ საინვესტიციო საქმიანობა, ახალი პარტნიორები გვეყოლება. ჩვენ აქამდე მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სასესხო კაპიტალი მოგვეტანა კომპანიებში, რომ რაღაც დონემდე კომპანიების ღირებულება შეგვექმნა და ახლა, უკვე ის პერიოდია, როცა ჩვენ შეგვიძლია პარტნიორები შემოვიყვანოთ სხვადასხვა ორგანიზაციებში და მათ მიიღონ მონაწილეობა. ეს ნიშნავს უფრო მეტი კაპიტალის მოძიებას და მოზიდვას ვისოლ ჯგუფში და ბევრი სინტერესო პროექტის განხორციელებას. ჩვენ ამას ძალაინ კარგად და ლამაზად ვიტყვით მომავალი წლის პირველ ნახევარში.

 

როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ხელისუფლების ბიზნეს პოლიტიკას?

 

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საგარეო ვითარებამ დიდი ზიანი მიაყენა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ანუ თითოეული ჩვენგანი დავზარალდით. მეტ–ნაკლებად მყიფეა ის გარემო, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის.  რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე კარგი ვითარება ჩვენს ქვეყანაშია, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ზოგადად რეგიონში სახარბიელო ვითარება არაა. ჩვენს ჯგუფს რაც შეეხება, დალხინებული გარემო არასოდეს გვქონია ბოლო 25 წლის განმავლობაში, ადაპტირებას ყოველთვის კარგად ვახერხებთ და ვცდილობთ  წარმატებულები ვიყოთ.

 

ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას რაც შეეხება, მომწონს იმიტომ, რომ ჩვენთან რეიტინგებშიც აისახა რასაც ორგანიზაცია აკეთებს. ჩვენთან ბიზნესის შექმნა არ არის რთული, უადვილესია. ჩვენთან ბიზნესისი წარმოება პრობლემის გარეშე ხდება. არავინ არაფერს არ გთხოვს, არავინ არაფერს გავალდებულებს, რომ გააკეთო. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ასოციაცია „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, რომელიც არის ხიდი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და ამ ასოციაციის მეშვეობითაც თითქმის ჩართული ვართ ყველა საკანონმდებლო აქტის მომზდებაში, რომელიც ბიზნესსა და ეკონომიკას ეხება. ასევე იმ ეკონომიკურ პროცესებშიც ვართ ჩართული, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, არასოდეს მიღმა არ ვრჩებით. ეს მისასალმებელია და  ძალიან ღირებული ორივე მხარისთვის, ასეთი დონის თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. 

 

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდაგას იმისთის, რომ საქართველოში ბიზნესი განვითარდეს?

 

ძალიან ბევრი ფული უნდა მოვიტანოთ უცხოეთიდან, ძალიან ბევრი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს. ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი, რასაკვირველია. ქვეყანა მზად არის, აბსოლუტურად საკანონმდებლო ბაზა, ინფრასტრუქტურაც მეტ–ნაკლებად, იმისათვის, რომ ინვესტიციები მიიღოს. ახლა ყველამ, ნებისმიერმა მინისტრმა ან ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, რომელიც ხელისუფლებაშია, ნებისმიერმა ბიზნესმენმა, რომელსაც ძალუძს რამის გაკეთება, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ფული უნდა მოვიტანოთ ქვეყანაში.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება?

 

მე ვფიქრობ, ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებმაც სხვადასხვა ჯილდო მიიღეს ამ დღეს, მათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საქმეს აკეთებ წლიდან წლამდე და ასეთი რეიტინგული ორგანიაზია, როგორიც „ჯორჯიან თაიმსია“ გამოგარჩევს და გეტყვის, რომ იცი რა დიდი მადლობა რასაც აკეთებ და მინდა, რომ ვაღიარო შენი წარმატება, ძალიან დიდი სტიმულის მომცემია თითოეული ორგანიზაციისთვის და ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ახლა ადამიანებს, ყველას გვიხარია შექება, მითუმეტეს კომპანიის დონეზე.  ვისოლი კიდევ და კიდევ წელსაც  გამორჩეული იყო თავისი საქმიანობითა  და იმ სიკეთით, რასაც ქვეყანაში აკეთებს და ადამიანებისათვის მოაქვს, ბუნებრივია ეს ძალიან დიდ სტიმულსა და საფუძველს გვაძლევს, რომ ვიფიქროთ, უფრო მეტი საინტერესო პროექტების განხორციელებაზე მომავალში. ასეთი ბიზნეს დაჯილდოებები ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს. 

 

ეს ჯილდო დაემატება იმ ძალიან ბევრს, რომელიც არის აქ. ყოველთვის ვიამაყებთ, რომ ამდენი ჯილდო გვაქვს მოგებული. ქართველი იქნება, უცხოელი ინვესტორი თუ პარტნიორი, რომლებიც აქ მოდიან, დათმობილი გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს პრეზენტაციებში, სადაც ვსაუბრობთ თუ რაოდენ ბევრი ჯილდო გვაქვს 25 წლის განმავლობაში სხვადასხვამხრივ მიღებული.

 

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს. მე მომცეს ორი პრიზი - ჟურნალისტების რჩეული და მისტერ შარმი, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ვისოლ ჯგუფის პიარ მენეჯერის - რუსუდან კბილაშვილის დამსახურებაა, რომ ასეთი თბილი ურთიერთობა გვაქვს ჟურნალისტებთან. 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge