Powered by Jasper Roberts - Blog

12:13 03.02.2017
იტალიის ერთ-ერთ მონასტერში ცხრა მონაზონი ფეხმძიმედაა

გასული წლის ზაფხულს, ერთ-ერთმა მონასტერმა, რომელიც მილანთან ახლოს მდებარეობს, გამოიჩინა კეთილი ნება და თავშესაფარი მისცა ხუთ ლტოლვილს, რომლებიც აფრიკის კონტინენტიდან მოხვდნენ იტალიაში. მიგრანტებმა სული მოითქვეს, ძალა მოიკრიბეს, მადლობა გადაუხადეს მონაზვნებს სტუმართმოყვარეობისთვის, დატოვეს მონასტერი და სხვა ევროპული სახელმწიფოსკენ აიღეს გეზი.

 

თითქოს არაფერი, ეკლესია-მონასტრები მსგავს სასიკეთო საქმეებს ყოველთვის აკეთებენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცხრა მონაზონი ფეხმძიმედაა.

 

დაიწყო საქმის ვითარებაში გარკვევა... როგორც იტალიური გამოცემა "Il Giornale Italiano" იტყობინება, მონასტრის წინამძღვარმა აღიარა, რომ ზაფხულში რამდენჯერმე მოუწია მონასტრის დატოვება, რადგან დედა ჰყავდა ავად და მის მოსანახულებლად დადიოდახოლმე. როგორც ჩანს, სწორედ იმ დღეებში მოხდა ბავშვების ჩასახვა, როცა ადგილზე არ ვიყავი, განაცხადა მან. მონაზვნები კი ცდილობენ თავი გაიმართლონ და მაგალითისთვის წმინდა მარიამი მოჰყავთ, რომელიც ქალწული დაფეხმძიმდა.

 

ერთი სიტყვით, სახეზეა ერთდროულად ცხრა ორსულობა მხოლოდ ერთი მონასტრის კედლებს მიღმა.

 

წინამძღვარმა, რატომღაც, არ დაიჯერა მონაზვნების მიკიბულ-მოკიბული და მოსთხოვა მათ, დაუყოვნებლივ დასტოვონ მონასტერი.

 

რეს დრო და მადლობას უხდიან იტალიას და მონაზვნებს სტუმართმოყვარეობისთვის და თბილი მიღებისთვის. ყველა ჩვენს მეგობარს ვურჩევთ ეწვიონ ამ მონასტერს, განაცხადეს მათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge