Powered by Jasper Roberts - Blog

16:55 02.02.2017
საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი - ვაგონმშენებელ კომპანიას, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატსა და ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას აერთიანებს

საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი – ამიერკავკასიაში უძველესი ტრადიციების უმსხვილესი ჰოლდინგი დღეს ვაგონმშენებელ კომპანიას, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატსა  და ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას აერთიანებს. 

 

ჰოლდინგი  საქართველოს, რუსეთის, სასომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რკინიგზებს ემსახურება და   უმაღლესი კატეგორიის ახალ სატვირთო ვაგონებს, ელექტრომატარებლებს და თბომავლებს აშენებს.

 

1. როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები დ განვითარების სტრატეგია?

 

„საქართველოს ვაგონშმენებელთა ჰოლდინგი“ მუდმივი განვითარების რეჟიმშია, დღეის მდგომარეობით ჩვენი კომპანია აღარ კმაყოფილდება უკვე არსებული ნავთობის გადასაზიდი ცისტერნების, ნახევარვაგონების, ხორბალმზიდი ვაგონების, კონტეინერმზიდი და კონტრეილერმზიდი ვაგონების და დახურული ვაგონების წარმოების ლიცენზიებით დადაწყებული აქვს ახალი თაობის მძიმეტონაჟიანი ვაგონების (ღერძზე 25ტ დაწოლის მქონე)  ვაგონების მშენებლობისათვის  და ლიცენზიის მოპოვების პროცესი, რის დასრულებასაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. ვაპირებთ გავაფართოვოთ ლიცენზირებას დაქვემდებარებული სხმული დეტალების წარმოების არეალიდან 27 დეტალს დავამატოთ 4 ყველაზე ძვირადღირებული დეტალის წარმოება. ვგეგმავთ ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ბორბლების წარმოებას ევროპის, თურქეთისა და ირანისთვის. ასევე, ვაპირებთ მსუბუქი ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სადგომის წარმოებასაც. ვგეგმავთ სატვირთო ვაგონის ყველა დიდი და საშუალო სხმული დეტალისწარმოების საერთაშორისო ლიცენზიის მიღებას, რაც მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იქნება საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის. აღნიშნული პროდუქცია დღესდღეობით დეფიციტურია თავად მათსავე მწარმოებელ რუსეთში, უკრაინაში და შემოაქვთ დამატებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან. დასახელებული ლიცენზიის მიღებით საშუალება მოგვეცემა შევამციროთ ვაგონებისმშენებლობის და მათი შეკეთები სღირებულება, რაც საერთაშორისო დონეზე ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობსხელს.

 

2.რამდენად პრო-ბიზნესურია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა?

 

დღევანდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ემსახურება ქვეყანაში მაქსიმალურად ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას. მსოფლიო ბანკის ანგარიშით „Doing Business 2017” საქართველო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წელს მოხდა შარშანდელი მონაცემების 7 პოზიციით გაუმჯობესება, ბუნებრივია ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკური გუნდის მიერ აღებული კურსი აბსოლუტურად სწორია. დღეს მთავრობას სხვა მნიშვნელოვან ამოცანებთან ერთად აქვს მიზანი - წაახალისოს კერძო სექტორი, ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოძიებასა და შექმნას დაცული ბიზნეს გარემო. უდავოა ის ფაქტი, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა, რასაც გასულ წლებში ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში  მნიშვნელოვნად აფერხებდა ბიზნეს გარემოს განვითარებას, შესაბამისად დღეს, როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე აღარ ვდგავართ, თავს გაცილებით უსაფრთხოდ ვგრძნობთ ამ კუთხით.

 

ცალსახაა, რომ დღევანდელ მთავრობას კარგად ესმის ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობის აუცილებლობა, ვინაიდან სწორედ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი საფუძველი.

 

3.  რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ბიზნეს-რეიტინგის ნომინანტობა?

 

ჩვენი ჰოლდინგისათვის და მასში შემავალი თითოეული კომპანიისათვის დიდი პატივია დასახელებულნი ვიყოთ საქართველოს ბაზარზე მოქმედი საუკეთესო კომპანიების გვერდით. მაშინ როდესაც აქტიურად ხარ ჩართული ბიზნესში, ორიენტირებული ხარ მუდმივ განვითარებასა და ნოვაციებზე, ბიზნეს-რეიტინგის ნომინანტობა არის უდიდესი სტიმული, რომელიც მიგანიშნებს, რომ გზა რომელსაც წლებია უვკე მიჰყვები სწორია. ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში: „საერთაშორისო აღიარება, საინვესტიციო მიმზიდველობა, ქართული ხარისხის ნიშანი, ინოვაციური გუნდი“. ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.  ჩვენმა კომპანიამ მოახერხა გამხდარიყო ცნობილი და წარმატებული არამარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ, მთელს რეგიონში.  ჩვენთან მუდმივად იზრდება ნაწარმოები პროდუქციის მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ზრდისტემპი, რასაც საწარმომ ბოლო წლებში მიაღწია, გვარწმუნებს, მის უფრო დიდ მომავალში. ჩვენთან ყველა სამუშაო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, ინერგება ინოვაციური მეთოდები. ჩვენთან ურთიერთობა მიმზიდველია უცხოელი პარტნიორებისთვის, რადგან საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოები სტანდარტებს შეესაბამება და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. სწორი მენეჯმენტითა და მიზანმიმართული მარკეტინგით კომპანიაში იზრდება შეკვეთების რაოდენობა და ფართოვდება პროდუქციის გასაღების არეალი. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ საუკეთესო კადრებს გააჩნიათ კომპეტენცია და შესწევთ უნარი გამოუშვან მაღალი ხარისხის პროდუქცია. სწორედ ამაში მდგომარეობს „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ სიძლიერე და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი შრომა ფასდება. ბიზნეს-რეიტინგის ნომინანტობა არის სტიმული, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს მიერ წლების წინ აღებული მიმართულება და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული ქართული კომპანიის სახელის დამკვიდრებას.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge