Powered by Jasper Roberts - Blog

13:48 02.02.2017
7 ნივთი, რომელიც იაფფასიანად გამოგაჩენთ

ნებისმიერ სამოსსა და აქსესუარს შეუძლია თქვენი სტილი უინტერესოდ და იაფფასიანად წარმოაჩინოს. რა შეცდომები უნდა გაითვალისწინოთ. 


1. ხელოვნური მატერიის უხარისხო ჩანთა


გახსოვდეთ, რომ ჩანთაში და ფეხსაცმელში ფულის გადახდა არ უნდა დაგენანოთ. ისინი ხარისხიანი მატერიის შეარჩიეთ და ბრენდების ჩინურ ასლებს ნუ გამოეკიდებით. 

2. ზედმეტად დეკორირებული ნივთები

მდიდრულად გამოჩენა თუ გსურთ, ყველა სამკაული ერთად არ უნდა გაიკეთოთ. არც სამოსი უნდა იყოს ერთდროულად გაწყობილი ნაქარგით, მაქმანით, ბისერით და ა.შ.

3. მკვეთრი და არაბუნებრივი ფერები

90-იან წლებში მოდური იყო ასეთი ჩაცმულობა, მაგრამ ახლა უგემოვნოდ გამოიყურება.
 
4. "ბრენდები"

ხარისხსს თუ დააკვირდებით მიხვდებით, რომ თქვენი სამოსი არაა პოპლარული მოდური მარკის, არამედ იაფფასიანი ასლია. 

5. ბრჭყვიალები


ზომიერი და ნამდვილი "სვაროვსკი" ძალიან მოდურია. მაგრამ ბრჭყვიალებით გაფორმებული სამოსი - იაფფასიანი და უგემოვნოა. 

6. დაბალწელიანი ჯინსი



განსაკუთრებით, როცა ქვედა საცვალს ვერ ფარავს. ეს სექსუალური კი არა, გაცივებული ქალური ორგანოები და უგემოვნებაა. 

7. მბრწყინავი კოლგოტები


შერცხვებით ყოველთვის, როცა კი ჩაიცვამთ. იგი ლამაზად არ აჩენს ფეხებს. პირიქით, აუბრალოებს მდიდრულ კაბასაც კი. 
ავტორ(ებ)ი : pomada.ge