Powered by Jasper Roberts - Blog

13:37 02.02.2017
„ჯორჯიან ამერიკან ელოიზი“-საინვესტიციო მიმზიდველობა, სამუშაო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტი

2016 წლის 10 ნოემბერს, მედია ჰოლდინგ ,,Georgian Times’’-მა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,GORBI’’-მ, 2015-2016 წლების შემაჯამებელი ბიზნეს-რეიტინგის მე-17 ცერემონიალი გამართა.

 

ნომინაციაში –  საინვესტიციო მიმზიდველობა, სამუშაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური ნორმების  უმაღლესი სტანდარტი,  კორპორატიული  პასუხისმგებლობა – „ჯორჯიან ამერიკან ელოიზი „ დაჯილდოვდა.

 

“ჯორჯიან ამერიკან ელოიზი“ -  მსხვილი ქართულ ამერიკული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც კვლავ იკავებს ქვეყნის მსხვილი დამსაქმებლისა და ექსპორტიორის პოზიციას.

 

გასულ წელს გარემოს-დაცვით სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ახალმა გაზგამწმენდმა სისტემამ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და ჭიათურაში აღდგენილმა მასშტაბურმა ბიოლოგიური რეკულტივაციის პროცესებმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაში.

 

„ჯორჯიან თაიმსი“  კომპანიის პიარ დირექტორს  ზაქარია ზალიკაშვილს ესაუბრა.

 

გეგმავთ თუ არა საინვესტიციო პორტფელის გაზრდას?

 

ჩვენი კომპანია „ჯორჯიან ამერიკან ელოიზი“, სადაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ არის გაერთიანებული, 2012 წელს დაფუძნდა და დაახლოებით 56 მილიონ დოლოარამდე ინვესტიცია აქვს გაკეთებული. ეს თანხა ძირითადად ტექნიკურ, ტექნოლოგიურ გადაიარაღებასა და კომპანიის კომპანიის შრომითი გარემოს განახლებას ხმარდება.. მოგეხსენებათ ორივე კომპანია რამდენიმე ათეული წლის ისტორიას ითვლის და შეიძლება თამამადაც ითქვას, რომ ასეთი ინდუსტრული წარმოება პირველად საქართველოში, როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ასევე ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი 1933 წლიდან იწყება. არ მახსენდება საქართველოში არსებობდეს საწარმო, რომელიც ..ამ დროიდან დღემდე… აგრძელებდეს არსებობას. ჩვენ ძალიან დიდ თანხებს ვხარჯავთ, რომ საწარმოები უფრო მეტად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, ოპტიმიზირებული იყოს საწარმო პროცესი, უფრო ეფექტური იყოს შრომითი უსაფრთხოება და დასაქმებულთა სოციალუირი პირობები. ეს თანხები ძირითადად მიდის ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვით საკითხებში. საშუალოდ რომ ავიღოთ ყოველწლიურად 6–7 მილიონ დოლარს კომპანია  ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებისთვის ხარჯავს. 

 

ჩვენ გეგმაში გვაქვს კიდევ ახალი სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობა ჭიათურაში, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების არის. ჩვენ ვასრულებთ უკვე სხვადასხვა პროცედურულ ნაწილს, შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან, როგორც კი ყველა დეტალი და ტქნიკური პარამეტრი შეთანხმდება მათთან, მზად ვიქნებით, რომ ქარხანის მშენებლობა დავიწყოთ.

 

აპირებთ თუ არა საზღვარგარეთ საექსპორტო ბაზრის გაზრდას?

 

ჩვენი წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 90% ექსპორტზე გადის. ძირითადი მომხმარებელი არის აშშ–ს ფოლადის მწარმოებელები, ასევე ჩვენს პროდუქციას მოიხმარს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა. რამდენადაც ჩვენი ქვეყნის პროდუქციის ხარისხი მაღალია, სტანდარტები მკაცრად კონტროლდება. მოთხოვნა ჩვენს პროდუციაზე ამ კრიტერიმებით არ მცირდება. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმ კრიზისულ რეალობაზე, რომელიც დაიწყო 2013 წელს   და 2014–15 წლებში სერიოზული ფორმები მიიღო, თუმცა დღეს უმნიშვნელო, მაგრამ პოზიტიური დინამიკა იმედს გვაძლევს, რომ არსებული გარემოებები გადალახული იქნება და შევძლებთ სექსპორო ბაზრების გაფართოვებას.

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

 

როგორც მოგახსენეთ ეს არის ახალი ფაბრიკის მშენებლობა, ასევე ტექნოლოგიური განახლება, ვმუშაობთ რომ კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ შრომით უსაფრთხოება და გავაუმჯობესოთ დასაქმებულთა სოციალური პირობები. ასევე ჩვენი მიზანია საწარმო პროცესის დახვეწა, რათა უფრო სტაბილური პოზიციები გვქონდეს მსოფლიო ბაზარზე.

 

როგორ მოგწონთ ხელისუფლების ბიზნეს პოლიტიკა?

 

კომპანიიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო თავისუფალია ბიზნესგარემო წნეხისგან, რომელსაც ბიზნესი წინა წლებში გრძნობდა. მთავრობა ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს მეტი სტიმული მისცეს  განვითარებისთვის.  აქ მარტო მთავრობის მცდელობა არ არის, თვითონ  ადამიანებსაც კარგად უნდა ესმოდეთ რა არის ბიზნესი, როგორ უნდა მართო, რას ნიშნავს სწორი მენეჯმენტი, რას ნიშნავს ბაზრის  ნიშების მოძიება, მოკვლევა და შესაბამისად, ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენება, სწორი საინვესტიციო  პროექტების განხორციელება.  ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს არის იმ სპეციალისტების ქონა–ყოლის აუცილებლობა, რომელთაც კარგად ესმით და  სწორად მიჰყავთ საქმიანობა. 

 

მნიშვნელოვანია,  ცალკე იქნას შექმნილი სასამართლო დეპარტამენტი იმ მიმართულებთ, სადაც მაღალი კვალიფიკაციითა და ცოდნით ეს მოსამართლეები მასშტაბური ბიზნესდავების განხილვას მოახერხებენ. ჩვენ საუბარი გვაქვს არა მთავრობის პრობლემაზე, არამედ, იმ ადამიანების კვალიფიკაციასა და ცოდნაზე, რომლებიც, ყოველდღიურად აღასრულებენ იმ კანონებსა და მიმართულებებს, რასაც ხელისუფლება ღებულობს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება?

 

„ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის“ ეს ერთობლივი პროექტი,  ალბათ ერთ–ერთი პირეველია და თავისი არსებობის ყველაზე ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, იმ დაჯილდოვებებთან შედარებით, რომელიც საქართველოში ტარდება. რასაკვირველია ბიზნეს დაჯილდოების მიმართ ნდობა, ავტორიტეტი, გამოცდილება ბევრად მაღალია და ბევრად მეტია. ჩატარების ფორმატიც მაღალი ხარისხისაა.  მათ ორგანიზატორებს ამ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ. ეს დაჯილდოება ხელს უწყობს ბიზნეს, რომ მომავალში უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, უფრო დახვეწილი თავისი პროფესიონალებითა და მიდგომით, უფრო ინტეგრირებული დასავლურ და მსოფლიო ბიზნეს სისტემებში. მნიშვნელოვანია ბიზნესმენების წახალისება, მათი მიღწევების აღნიშვნა და დაფასება.

 

ბოლო რამდენიმე წელიწადია ჩვენი კომპანია იღებს ჯილდოს. წლევანდელ ნომინაციაში გამარჯვება - გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა, სწორად დანახული პროცესი იყო. შეიძლება, ჩვენ ვსაუბრობდეთ გარემოზე მიყენებულ ზიანზე, მაგრამ ეს უკვე ადამიანებში იმ მენტალიტეტიდან გამოსვლის სტიმულს უნდა აძლევდეს, როდესაც მუდმივად სუბრობენ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ერთ–ერთი დამაბინძურებელია გარემოსი. იყო დრო, წლები, როდესაც ასე იყო, მაგრამ, დღეს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ დგას ის კვამლი, ის გამონაბოლქვი, რაც ტრადიციულად ზესტაფონის ქარხნის თავზე იდგა. ეს არის მიღწეული მრავალმილიონიანი ინვესტიციებითა და ტექნიკური განახლებებით, რაც ჩვენ ეტაპობრივად შევქმენით, დაწყებული ღუმელების რემონტით, დამთავრებული გაზგამწმენდი სისტემებით, ახალი ტიპის ფილტრებით. გავხსენით ახალი ტიპის ღუმელი, რომელიც აბსოლუტურად დაცულია გარემოზე მავნე ზემოქმედებისგან. ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს საკმაოდ დიდ მიღწევებს ზესტაფონში გარემოს დაცვის კუთხით. რაც შეეხება ჭიათურაში, ბოლო ორი წელიწადია ვატარებთ რეკულტივაციის პროცესს ანუ ღია კარიერების ამოვსებას შესაბამისი მიწის ქანებითა და  ზედ მწვანე საფარის აღდგენით. ეს პროცესი ექსპერიმენალურად გავაკეთეთ 2007 წელს და დღეს 10 წლის შემდეგ  უკვე  აკაციის ტყე არის. ბოლო 2 წელიწადია ამას სისტემური სახე მიიეცა, რომელიც შეთანხმებულია გარემოს დაცვის სამინისტროსთან და გულისხმობს 90 ჰექტარზე რეკულტივაციიის პროცესის ჩატარებას.

 

ეს არის ჩვენი მიღწევები, რომლებიც არ იქნა გურგლირად დატოვებული „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოების მიერ და შესაბამისად დაფასდა, რაც კომპანიისთვის დიდი სტიმულია. ეს არ არის ჩვენთვის საკმარისი და პროცესი გრძელდება, კარგად გვესმის სად არის პრობლემები, კარგად გვესმის სად არის აქცენტები გასაკეთებელი, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ჩვენი ტექნოლოგიური პროცესი, კიდევ მინიმუმამდე რომ იქნეს დაყვანილი გარემოზე მავნე ზემოქმედება.

/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge