Powered by Jasper Roberts - Blog

16:07 01.02.2017
„საკუთარ თავს ვხედავთ როგორც ინვესტორებს, ინოვატორებს და აღმშენებლებს“ - ზაზა ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიენ თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ ორგანიზებულ 17-ე ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს.

 

"ჯორჯიან თაიმსი" "ომეგა ჯგუფის" მფლობელს ზაზა ოქუაშვილს ესაუბრა:

 

რა გეგმები აქვს „ომეგა ჯგუფს“ სამომავლოდ?

 

ჯგუფში შემავალი კომპანიები გააგრძელებენ წინსვლას და განვითარებას თითოეული მათგანის არსებულ სექტორში. დამატებით, მშენებლობა არის სფერო, რომელიც მინდა განვავითარო. მას მერერაც  ჩვენ უკვე ვაშენებთ საკუთარ ობიექტებს, ვფიქრობ, საინტერესო გამოწვევა იქნება სასტუმროების და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის წამოწყება.

 

-  თქვენი მომხმარებლებისათვის რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ?

 

-  ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების აღქმა არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენი მარკეტინგის გუნდი უკვე ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე გადის მომხმარებელთა მომსახურებისაკენ მიმავალი გზა. მე ასევე მაქვს ხედვა იმისა თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბრიტანეთში მიღებული გამოცდილება მომსახურების გაუმჯობესებისა და შემდგომი ინოვაციების განსავითარებლად.

ამის ერთერთი მაგალითი არის უმშვენიერესი სავაჭრო უბანი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ თბილისში. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის პირველი ნაწილი აპრილში გაიხსნება.

 

რას გვეტყვით თქვენი საინვესტიციო გეგმების შესახებ?

 

-  ჩვენ ამჟამად ორ სფეროზე ვართ ფოკუსირებულები. ერთი არის სავაჭრო უბანი, ანუ ახალი „სავაჭრო ქუჩა“, თბილისში, რომელიც ახლა ვახსენე. მეორე არის ახალი სავაჭრო ცენტრი ბათუმში, სადაც ჩვენ გვექნება თანამედროვე შოურუმი ბმვ-ს, მინისა და სხვა პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისათვის. შოურუმების გახსნა იგეგმება მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენი ინვესტიციები გაგრძელდება და გვაქვს გეგმები სხვა შოურუმებსა და სერვის ცენტრებთან დაკავშირებით.

 

-  როგორ შეაფასებდით მთავრობის პოლიტიკას ბიზნესის მიმართ?

 

-  მე ვხედავ, რომ მთავრობა ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამგვარი ძალისხმევა გამხნევებას იმსახურებს. რაც შეიძლება მეტი პროგრესისთვის უნდა ვიყოთ მომართულები, რომ საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს გარემო შეიქმნას. ჩვენი ბიზნესებისა და წარმოებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია მოტივირება.

 

-  თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ,,ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა?

 

ძალიან. ამგვარი ღონისძიებები იმის მაგალითია, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნესი იყოს წახალისებული და მოტივირებული, რათა გაზარდოს მომსახურების სტანდარტები და იყოს კონკურენტუნარიანი. ჩემს კომპანიებს მე ვხედავ როგორც ინვესტორებს, ინოვატორებს და აღმშენებლებს; და მე მადლიერი ვარ „ჯორჯიენ თაიმსისა“ და „გორბის“, ასევე სათითაოდ ყველასი ვინც ჩართული იყო ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში, ბიზნესის წახალისების, მხარდაჭერისა და კონკურსში მონაწილეობის საშუალებისათვის. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge