Powered by Jasper Roberts - Blog

15:45 01.02.2017
„ჯარში ბიუჯეტის დიდი ნაწილი სამოქალაქო პირების ხელფასებზე ნაწილდებოდა“-ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ქართულ ჯარში ცვლილებების დაწყება და გარკვეული სახის გადახალისება აუცილებელი იყო. მისი თქმით, სამხედრო ბიუჯეტის 73%- ხელფასებზე და სხვადასხვა სოციალური სახის ხარჯებზე ნაწილდება, რაც გამოდის რომ საბრძოლო დანაყოფების მომზადებისთვის საკმარისი ხარჯები აღარ რჩება. ამიტომაც, ირაკლი ალადაშვილის აზრით, ამ პრობლემებმა თავდაცვის სამინისტრო ოპტიმიზაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა.


"ქართულ ჯარში ცვლილება და გადახალისება აუცილებელი იყო. სამხედრო ბიუჯეტის 73% ხელფასებზე და სხვადასხვა სოციალური სახის ხარჯებზე ნაწილდება, ამის გამო საბრძოლო დანაყოფების მომზადებისთვის საკმარისი ხარჯები აღარ რჩება"-აცხადებს ალადაშვილი.


მისივე თქმით, ბიუჯეტში დარჩენილი თანხით ახალი შეიარაღების შესყიდვა კი არა, ძველის კაპიტალური რემონტიც კი შეუძლებელი იქნება. ამიტომაც, ამ პრობლემებმა სამინისტრო ოპტიმიზაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა. სამინისტროში კადრები ხელოვნურად იყო გაბერილი, სადაც ხელფასების დიდი ნაწილი სამოქალაქო პირებზე ნაწილდებოდა.

 

"ბოლო წლებში თავდაცვის მინისტრების ხშირმა ცვლამ და ახალი გუნდის მოსვლამ შტატების საკმაოდ გაიზარდა გამოიწვია. პირველ რიგში ეს სამოქალაქო პირებს ეხებათ. თუმცა აუცილებელია, რომ უწყებიდან გათავისუფლებული პირები ხელისუფლებამ სხვა მიმართულებით დაასაქმოს, ვინაიდან მათ უკან ოჯახები დგანან. აღნიშნული ოპტიმიზაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რადგანაც გათავისუფლებულების უმეტესობა მაინც სამოქალაქო პირია, ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი მისი საბრძოლო მოქმედებებია და არა ის, სამინისტროში რამდენი ადამიანი მსახურობს. თუმცა ოპტიმიზაცია ობიექტური განხილვის შედეგად უნდა მოხდეს, რათა ვინმეს უფლებები არ დაირღვას".

 

ალადასვილის განცხადებით, ჯარში მიმდინარე ოპტიმიზაცია მაღალი ჩინის მქონე სამხედრო პიურებსაც შეეხო. 155-დან 100-მდე შემცირდა პოლკოვნიკის საშტატო ერთეული. თუმცა ესეც გარკვეულწილად გასაგებია: "უფროსი ოფიცრების რაოდენობა ხელოვნურად იყო გაზრდილი, მაგრამ ამ ოფიცრებს ერთჯერადად სერიოზული კომპესაცია გადაუხადეს. პოლკოვნიკებს 29 ათასი ლარი მისცეს. ეს ცუდ ტენდენციად ნამდვილად არ მიმაჩნია, რადგანაც ახალგაზრდა ოფიცრებს დაწინაურების პერსპექტივა უჩნდებათ და მათი მოტივაცია უფრო გაიზრდება. მიმაჩნია, რომ საბრძოლო დანაყოფებში უფრო მეტი ოფიცერი უნდა იყოს და ძირითადი ყურადღება საბრძოლო დანაყოფების გაძლიერებასა და მომზადებაზე უნდა გამახვილდეს.


 "არსენალის" მთავარი რედაქტორი ფიქრობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესით უკმაყოფილო ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. დღეს სამსახურის დაკარგვა მძიმე გადასატანია. ამიტომაც, თუ პრეტენზიები არსებობს, ასეთი კონკრეტული შემთხვევების გამოკვლევა უნდა მოხდეს. რათა დადგინდეს რომელიმე კონკრეტული ადამიანის უფლებები ხომ არ დაირღვა. პრობლემები ყველა ქვეყნის ჯარში არსებობს: "არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა საქართველოს კი არა სხვა დიდ ქვეყნებსაც აწუხებს. გამოსავლი ის იქნება, რომ კომისია, რომელიც ამ ოპტიმიზაციის პროცეს ხელმძღვანელობს, კომპეტენტური და მიუკერძოებლი ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული, რათა თვითოეული სამხედროს ბედი მისი დამსახურების და უნარ-ჩვევების მიხედვით შეაფასონ და არ მოხდეს გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება"-აცხადებს ალადაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge