Powered by Jasper Roberts - Blog

13:20 01.02.2017
,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი - ზაზა ოქუაშვილი წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს

ზაზა ოქუაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიენ თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ ორგანიზებულ 17-ე ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს.

 

ომეგა ჯგუფმა საპატიო ჟიურისგან ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები.


ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა ომეგა ჯგუფი 1991 წელს დააარსა და განავითარა იგი საქართველოში დღეს მოქმედ ერთერთ ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ ბიზნეს კორპორაციად.


ომეგა ჯგუფი რამდენიმე კომპანიისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომეგა ჯგუფს მრავალ პროფილიანი მიმართულება გააჩნია. მისი მოღვაწეობა ბაზრის მთელ რიგ სფეროებში ფართოვდება მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე.


ომეგა ჯგუფის სტრატეგიული ამოცანაა საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვის ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით და მსოფლიო კლასის ტექნოლოგიების ჩვენს ბაზარზე დანერგვით.


ჯგუფში შედიან:


„ოჯთ“ თამბაქოს პროდუქციის ქვეყნის ლიდერი მწარმოებელია. მისი ფაბრიკა უმაღლესი ხარისხის ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს აწარმოებს. მათი პოპულარობის განმსაზღვრელია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საუკეთესო გემოს მიღწევისკენ მუდმივი სწრაფვა. ამის საფუძველს წარმოადგენს კომპანიის ხანგრძლივი ტრადიციებისა და თანამედროვე, გლობალური სტანდარტების მუდმივი გამოყენების ერთობლიობა.


 „ომეგა თეგი“ ჯგუფის პოლიგრაფიული საწარმოა. წარმოების თითოეულ ეტაპზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღების მიზნით, სტამბა აღჭურვილია უახლესი და ყველაზე სპეციალიზირებული ტექოლოგიებით. მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქციის ბეჭდვისა და დისტრიბუციის ხარისხის მენეჯმენტისათვის, „ომეგა თეგს“ მიღებული აქვს პრესტიჟული ISO 9001-2008 სერთიფიკატი. პოლიგრაფიის სფეროში მსოფლიო ლიდერმა კომპანია „ჰაიდელბერგმა“ 2008 წელს „ომეგა თეგი“ პარტნიორ საწარმოდ აღიარა.


„ომეგა მოტორსი“ 1999 წელს დაარსდა, როგორც ბმვ-ს იმპორტიორი კომპანია. მართალია იგი თბილისში მდებარეობს, მაგრამ საქართველოს საავტომობილო ბაზრის მოთხოვნებს მთელი ქვეყნის მაშტაბით ფარავს. მისი განსაკუთრებულად მოწყობილი ცენტრი, შოურუმის, ოფისისა და სერვის ცენტრის ჩათვლით, 2002 წლის 8 თებერვალს გაიხსნა.


ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა ბმვ, მინი, მაზერატი, ჯენერალ მოტორსი, შევროლე, ოპელი, ივეკო და ჰაიდელბერგი, „ომეგა ჯგუფმა“ საქართველოში წარმატებით მოიზიდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. „ომეგა ჯგუფის“ მიერ მოზიდული ინვესტიციები ასობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


გარდა ამისა, „ომეგა ჯგუფს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ ეკონომიკაში, როგორც მსხვილ გადამხდელს, რომლის შენატანი ბიუჯეტში 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ასევე როგორც მსხვილ დამსაქმებელს, რომელსაც მასში შემავალ კომპანიებში ქვეყნის მაშტაბით დასაქმებული ჰყავს ათასობით ადამიანი და ასობით ახალი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი.


 

როდესაც ეკითხებიან, მოკლედ დაახასიათოს ბრენდი „ომეგა“ და თავის ბიზნეს მიდგომა, ზაზა ოქუაშვილი ცალსახად პასუხობს: „ადგილობრივი სიძლიერე. გლობალური ხედვა“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge