Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

17:55 30.01.2017
გიგი უგულავა - საქართველო არასდროს იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსგავსება ჭაობს და არასდროს იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით

საქართველო არასდროს იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსგავსება ჭაობს და არასდროს იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით, - ამის შესახებ პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ პრეზენტაციაზე პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

 


მისი თქმით, საქართველოს ჰყავს უნიათო მთავრობა, რომელიც ქვეყანას მხოლოდ ჭაობს სთავაზობს. 



„მოძრაობას ჰქვია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ იმიტომ რომ ქართველი ადამიანისთვის სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით თავისუფლებისთვის. საქართველოს არსებობა ყოველთვის იყო და არის სვლა თავისუფლებისკენ და ეს ნიშნავს მოძრაობას ევროპისკენ, როგორც სიმბოლისკენ ამ თავისუფლების. არანაირი ეკონომიკური კეთილდღეობა, არანაირი წინსვლა და პროგრესი თავისუფლების გარეშე არ არსებობს. არსად ჩვენ რეგიონში თავისუფლების წყურვილი არ არის ისეთი დიდი და ძლიერი, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეში. ჩვენ შეგვიძლია ბევრ უბედურებას, გაჭირვებას გავუძლოთ, მაგრამ თავისუფლებას არასდროს დავთმობთ და ჩვენი მოძრაობა არის ასეთი, ძლიერი, თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომლებიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს. საქართველო არასდროს იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსგავსება ჭაობს და არასდროს იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება, რათა დასრულდეს ის, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება“, - განაცხადა უგულავამ. 

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge