Powered by Jasper Roberts - Blog

14:55 28.01.2017
კრემლმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ახალი კურატორი დაუნიშნა

სალომე სარიშვილი

 

კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და რუსეთის პრეზიდენტის თამაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი კურატორი დანიშნა. ამის შესახებ ცნობას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ერბეკა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით არცელებს.

სააგენტოს მიერ გრცელებულ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ძველ კურატორს ივან ბოლტენკოვს გარკვეული "ჩავარდნები" ჰქონდა, რის გამოც ის შეიცვალა. ახალი კურატორი კი თათრეთის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის გუნდის წარმომადგენელი და გამოცდილი მენეჯერი რუსლან ტემირბულატოვია.

რუსული მედიის ცნობთ, ტემირბულატოვი აქტიურ და ენერგიულ მუშაკად ითვლება. ამ ინფორმაციას "ერბეკას" საკუთარი წყარო უდასტურებს და იმასაც ამბობს, რომ ახალ კურატორი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასაც უკვე შეხვდა. ემურბულატოვი პროფესიით ეკონომისტია, მუშაობდა მაღალ თანამდებობეზე, ბოლოს კი ყაზახეთში თათრეთის წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გაზაფხული ორივე სეპარატისტულ რეგიონში დაძაბული იქნება და კურატორის შეცვლა შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებობეს. მარტში აფხაზეთში "საპარლამენტო არჩევნები", აპრილში ცხინვალში კი - საპრეზიდენტო.

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძე ტემირბულატოვის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე იგი მაღალი დონის მენეჯერული თვისებების გამო გადაიყვანეს.

მამუკა არეშიძის ინფორმაციით, აფაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასთან ახალი კურატორის შეხვედრა პირველ რიგში გაცნობითი ხასიათი იყო. მისი თქმით, მთავარი საკითხი, რაც ახლა აფხაზეთში აღელვებთ, ესაა რუსეთიდან თანხების გადმორიცხვის დინამიკა, რომელიც მუმდიმავდ ფერხდება. მისი ინფორმაციიით, დე ფაქტო პრეზიდნეტსა და ახალ კურატორს შორის საუბაი ამ საკითხზეც შედგა.

 


"ჯერ კიდევ 2016 წელს აფხაზეთში 7 მილიარდი უნდა გადარიცხულიყო, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არაა გადარიცხული. ახალი თანხა კი, რომელიც 10 მილიარდ რუბლს აღწევს, კაცმა არ იცის როდის გადაირიცხება. ჩემი ინფრომაციით, ხაჯიმბასა და ახალ კურატორს შორის პირველ რიგში ამაზე იყო საუბარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ აგრთვე ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც შიდა პოლიტიკას ემუქრება. აქ იგულისხმება საფრთხეები, რომელიც ერთობლივია რუსეთსა და აფხაზეთს შორის და რაც ნატოს შავ ზღვაზე აქტიურობას უკავშირდება," - აღნიშნავს მაუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას და ამბობს, რომ ტემირბულატოვის დანიშვნა საქართველოსთან მიმართებაში არაფერს შეცვლის.

 


"საქმე ისაა, რომ ტემურბილატოვი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი, ის ჩვეულებრივი ჩინოვნიკია, რომელმაც ამ რეგიონში კრემლის დავალება უნდა შეასრულოს. ეს გახლავთ მოსკოვის დავალება. რაც შეეხება აფხაზური მხარის ინტერესებს, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, აფხაზეთის სატკივარს გულთან ახლოს მიიტანს და გადმორიცხვების ციკლს მოაწესრიგებს. სხვა ფუნქცია ამ ადამიანს, რაც არ უნდა გენიოსი იყოს, არ აკისრია," - გვითხრა კონფლიქტოლოგმა.

რაც შეეხება მისი წინამორბედის ივან ბოტენკოვის "ჩავარდნებს," არეშიძის ინფორმაციით, ის არაფერ განსაკუთრებულ ფიგურას არ წარმოადგენდა. თუმცა კრემლს მის მიართ გარკვეული და კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა.

 


"სხვათა შორის უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ 2010 წლიდან მოყოლებული კურატორები ძალიან მაღალი სიჩქარით იცვლებიან. ჩემი პირადი შეხედულებით, კრემლი მათ ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი განსაკუთრებით აფხაზეთში რუსული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ვერ იცავენ იმ თანხებს, რომელიც მოსკოვიდან ირიცხება. ყოველ შემთხვევაში რუსულ მედიაში გაკვრით ასე ისმოდა," - ამბობს მამუკა არეშიძე და ყურადღებას მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს.

 


"რუსული ინტერესები ვერ დაცვა და განსაკუთრებით აფხაზეთში ნიშნავს იმას, რომ პრინციპში რუსებმა ვერაფრით მოახერხეს ზოგიერთი იმ გადაწყვეტილების იძულება აფხაზეთის ხელისუფლებისთვის, რაც რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ეს არის მიწების საკითხი, კოდორის ხეობაში გამავალი გზის საკითხი და სხვა. ვფიქრობ ახალი კურატორის არჩევისას ყურადღება მის მენეჯერულ თვისებებს მიაქციეს, ასევე ორგანიზაციულ ნიჭს. როგორც მას კოლეგები ახასიათებენ, ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად ან დავალების შესასრულებლად უკან არაფერზე იხევს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია - ითვლება, რომ ტემირბულატოვი კორუფციაში მონაწილეობას არ მიიღებს. საქმე ისაა, რომ მისი წინამორბედები, როგორც ასევე ყრუდ ისმის, ხშირ შემთხვევაში აფხაზეთის ზოგიერთი მმართველი ხელისუფალის მხრიდან გამოყოფილ საჩუქრებზე თავს ვერ იკავებდნენ და კორუფციაში იყვნენ ჩართულნი," - დასძენს კონფლიქტოლოგი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი