Powered by Jasper Roberts - Blog

14:37 28.01.2017
თბილისში ვალერი მელაძის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე, 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისში, სპორტის სასახლეში, 7 მაისს გამართავს. ესტრადის უკანასკნელი რომანტიკოსის ოდისეა სამშობლოში სრულდება.


როგორც “სითი კვირას” კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება ვალერი მელაძის ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში ქართველი მსმენელის წინაშე.


მათივე თქმით, ​ძმები, ვალერი და კონსტანტინე მელაძეების შემოქმედებითი ტანდემი, ქართულ ბრენდად აღიქმება, ალბათ, იმიტომ, რომ ყველგან სამშობლოს ქომაგია.


“მსოფლიოს მრავალი სცენა, უფრო მრავალი თაყვანისცემელი, დიდი აღიარება და უფრო დიდი სურვილი საქართველოში სიმღერისა, იქ, სადაც ყველაზე ამაღელვებელია, იქ, სადაც ადვილად ვერ იმღერებ. ყველგან და ყოველთვის, სადაც ხმა მიუწვდება და ამოეღება, საქართველოს ქომაგია. ძმები მელაძეების შემოქმედებითი ტანდემი ქართულ ბრენდად აღიქმება, თუმცა, აქ არ ჩამოყალიბებულა. დიდი გზა სიმღერის შესრულების ქართული მანერიდან საკუთარ მანერამდე
“, – აცხადებენ ორგანიზატორები.


ვალერი მელაძის საიუბილეო ტური დედაქალაქიდან, მომღერლის მშობლიურ ქალაქ ბათუმში გაგრძელდება.  ​


ვალერი მელაძის კონცერტიის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია Biletebi.ge -ზე.


​მათივე ინფორმაციით, დაბალფასიანი ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge