Powered by Jasper Roberts - Blog

14:24 28.01.2017
"3 დღე ვვარჯიშობდი ასე რომ მეყვირა"-ნუკა ყარალაშვილი

მის საქართველოს ნუკა ყარალაშვილის „მის სამყაროზე“ გამოსვლამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.


სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობის ყურადღება ნუკამ თავის წარდგენის მანერით მიიპყრო.


საზოგადოების რეაქციებს მის საქართველო იუმორით შეხვდა და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ასეთი განმარტება გააკეთა:


„3 დღე ვვარჯიშობდი, რომ ასე მეყვირა და მგონი გამომივიდა“.

 

“მის საქართველო 2015” ნუკა ყარალაშვილი სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. საუკეთესო 13 გოგონას შერჩევა, რომლებიც “მის სამყაროს” ტიტულისთვის იბრძოლებენ, ფილიპინებზე ამ წუთებში მიმდინარეობს. 12 საუკეთესო გოგონას ჟიური შეარჩევს, ხოლო ერთი საუკეთესო ხმის მიცემის შედეგად დაემატება.

 

იხილეთ ვიდეო ლინკზე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge