Powered by Jasper Roberts - Blog

14:16 28.01.2017
რატომ არ არის სასურველი ტოსტერში გამომწვარი პურის ჭამა?

გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ. აკრილამიდის გენოტოქსიკურობა და მის მიერდნმ-ის დაზიანების უნარი ცხოველებზე ჩატარებული არაერთი კვლევითაა დადასტურებული. ცხადია, ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტები არ ჩატარებულა, მაგრამ ეფექტის იდენტურობა სავარაუდოა. 

 

კანცეროგენული აკრილამიდი წარმოიქმნება ისეთი პროდუქტების ძლიერი გაცხელებისას, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებით და ამინმჟავა ასპარაგინით. აკრილამიდი 120 გრადუსი ტემპერატურის პირობებში იწყებს წარმოქმნას. რა დოზითაა ის მავნებელი, ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტოსტერში გაცხელებული პურის ერთხელ ჭამა ვერაფერს დაგაკლებთ, თუმცა, რისკი მნიშვნელოვნად იმატებს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, თუ თქვენ მას რეგულარულად მიირთმევთ. 

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge