Powered by Jasper Roberts - Blog

13:39 28.01.2017
ნატოს წყაროები: თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა

თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა, - ამის შესახებ ნორვეგიული aldimer.no საიტის რედაქტორი კიეტილ სტორმარი ნატოს წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 


ნატო-ს შემფასებელთა დომინანტური აზრი ძალიან ნათელია: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა მოაწყო. თუმცა, ნატო-ში ამ პრეტენზიების დამამტკიცებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. იმის გამო, რომ საკითხი ძალიან დელიკატურია. გარდა ამისა, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ყველა ქვეყანას აქვს.

 


მაღალი რანგის ჩინოვნიკები, სამი და ოთხივარსკვლავის მქონე გენერლები და ის ადამიანები, რომლებიც 30-40 წლის განმავლობაში თურქეთთან ერთად მუშაობდნენ და ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში თურქი ოფიცრების მრჩევლად მუშაობდნენ ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ეს იყო გადატრიალება. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადატრიალება რომ ეცადათ, ნამდვილად წარმატებას მიაღწევდნენ. იმიტომ, რომ თურქეთში გადატრიალება ადრე განხორციელდა, ანუ ეს ტრადიციაა.

 


მეორე დღეს, იმ 1600 კაცის სია,რომლისგაათავისუფლებაც თვითონ უნდოდათ, უკვე ხელში ჰქონდათ.

 


15 ივლისს, ტანკები ბოსფორის ხიდს კეტავენ, საბრძოლო თვითმფრინავები პარლამენტის შენობას ბომბავენ და იმავე დროს პრეზიდენტი ერდოღანი შვებულებით მარმარისში იმყოფება. მაგრამ, იმ ღამესვე საკუთარი თვითმფრინავით სტანბულში ბრუნდება.

 


მეორე დღეს,თურქეთი მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იუწყებოდა, რომ გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა და სამხედრო, სასამართლო და სვხა ოფიციალური პირების სისტემური და ყოვლისმომცველი ლიკვიდაცია იწყებოდა.იმ თურქი სამხედროების 80-90 პროცენტი რომლებიც ნატოში მსახურობდნენ სამსახურიდან დაითხოვეს. ნატო-ს წყაროების თქმით, ვინც სახლებში დაბრუნება გაბედეს მათი უმრავლესობა დააპატიმრეს, მნიშვნელოვანი ნაწლი კი მოკლეს.

 


ჯერ კიდევ ნატო-სთან კავშირის მქონე თურქი ოფიცრების თქმით, ერდოღანი ამ გადატრიალებას ერთი წელი გეგმავდა და მას, იმ ხალხისკიდევ ერთი სია აქვს ხელში რომლთა გაშვებაც მას სურს.

 


ნატო-ს იგივე წყარო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ″მე ჯერჯერობით არ გამიცნია ისეთი ვინმე, ვისაც გადატრიალების მცდელობის სინამდვილის სჯეროდეს″, -განაცხადა მან.

წყარო: 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge