Powered by Jasper Roberts - Blog

16:30 27.01.2017
თუ დილას გაღვიძება გიჭირთ, სხვებზე ჭკვიანი ხართ

თუ თქვენი მაღვიძარა 5-5 წუთის შუალედითაა დაყენებული და ამის მიუხედავად, გაღვიძება ძალიან გიჭირთ, საკუთარ თავს ზარმაცად ნუ ჩათვლით.

 

ხანგრძლივი და ტკბილი ძილის მოყვარულთათვის მეცნიერებს სასიამოვნო ამბავი აქვთ - თუ დილას გაღვიძება გიჭირთ, შეიძლება "ტოროლებზე" ჭკვიანი, კრეატიული და ბედნიერიც კი იყოთ.

 

კვლევის ავტორების, სატოში კანაზავას და კაია პერინას აზრით, არსებობს ადამიანების ორი ტიპი: პირველები ისე ცხოვრობენ, როგორც მათი წინაპრები. მზის ჩასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ მათი ორგანიზმი დასაძინებლად ემზადება, დილით კი ბუნებრივად იღვიძებენ ადრე. რაც შეეხებათ "ღამის ადამიანებს", ისინი გვიან იძინებენ, დილით კი იქამდე სძინავთ, სადამდეც შესაძლებელია.

 

კანაზავა და პერინა ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც მაღვიძარას აყენებენ და დარეკვის შემდეგ ძილს 10-15 წუთით იხანგრძლივებენ, მაღალი ინტელექტითა და კრეატიულობით გამოირჩევიან. 



მაღვიძარა და Snooze ღილაკი კაცობრიობის ისტორიაში ცოტა ხანია რაც გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი, ვინც ტექნოლოგიის ამ მიღწევას საკუთარ ცხოვრების წესში რთავენ, უფრო ადაპტირებული არიან თანამედროვე სამყაროსთან. გარდა ამისა, მათ უკეთესად ესმით საკუთარი სხეულის მოთხოვნილებები.

 

მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე ძალადობა მაღვიძარას გამოყენებით - არ ღირს. Snooze ღილაკთან ჩვენი ბრძოლა შეიძლება ჩვენს გამორჩეულობაზე მეტყველებდეს.

 

ეცადეთ, ცხოვრება საკუთარი მოთხოვნილებების გათვალისწინებით მოიწყოთ და არა მათ საპირისპიროდ.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge