Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართავს:„ჩვენ ვიმყოფებით სვანეთის ერთ-ერთ სოფელში. ძლიერ შოკირებული ვარ. შეხედეთ, ეს არის კულტურის ნიმუში, რომელსაც საქართველო ფლობს. რატომ არ უკეთებენ რეაბილიტაციას ამ სახლებს, ჩემთვის ეს აუხსნელი და დაუჯერებელია. შეხედეთ, რა სილამაზეა. ეს პეიზაჟი სიზმარივითაა. გამოსაფხიზლებლად ხელზეც კი ვიჩქმიტე. ეს მიტოვებული სახლიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განადგურების პირასაა. ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა ქართველმა და განსაკუთრებით კი კულტურის სამინისტრომ. ისტორია ნადგურდება! ამ კედლის თითოეული ნაპრალი ჩემს გულზეც ასეთსავე ნაიარევს აჩენს. სოფელი ადიში საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია. მას მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას ასეთი სიმდიდრე არ აქვს. ჩემი გულის ამოძახილია: გააკეთეთ რამე, უშველეთ სოფელ ადიშს!“, - ამბობს ფრანსის პრიმერსკი. ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ავტორ(ებ)ი :