Powered by Jasper Roberts - Blog

16:21 24.01.2017
რატომ უნდა ვჭამოთ ნახშირწყლები და როგორ შევარჩიოთ ისინი

ნახშირწყალი ენერგიის წყაროა, ის საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე რთული ქიმიური პრიცესების საწარმოებლად. თუ გახდომა გაქვთ გადაწყვეტილი, უარი თქვით "თხევად ნახშირწყლებზე".



ასეთებია გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, ახალგამოწურულებიც კი. ეს უკანასკნელი იმითაა საშიში, რომ ხილში არსებულ უჯრედისს ვაგდებთ და მხოლოდ ფრუქტოზას ვღებულობთ. აბა, დაფიქრდით, 5-6 ვაშლს ერთ ჯერზე შეჭამთ? მათგან კი მხოლოდ 1 ჭიქა წვენი მიიღება. ზედმეტი კალორიები კი კანქვეშ გროვდება. 

უარი თქვით კანფეტებზე. შინ მოამზადეთ სასარგებლო დესერტები, რომლებსაც თაფლით, აგავას სეროფით დაატკბობთ. 

ნახშირწყლები ორგანიზმმა უნდა მიიღოს ხილიდან, ბოსტენულიდან, ბურღულეულიდან და პარკოსნებიდან. გაამდიდრეთ რაციონი ფაფებით. თუ მაკარონის მოყვარული ხართ, მირთვით ბოსტნეულთან ერთად. ის ორგანიზმს ენერგიით აავსებს და არც ზედმეტ კილოგრამებს შეგმატებთ. 
ავტორ(ებ)ი : pomada.ge