Powered by Jasper Roberts - Blog

13:53 24.01.2017
მაკარონის ძალიან გემრიელი ბრაწულა-კერძი, რომელიც მაკარონის მოყვარულებს მოეწონებათ!

ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მაკარონი არ უყვარს. უამრავი რეცეპტი და ხერხი არსებობს პასტის მოსამზადებლად, ამჯერად არჩევანი ამ გემრიელ და საოცრად ნოყიერ კერძზე გავაკეთე, რომელსაც მაკარონის მოყვარული გულგრილად ვერ შეხვდება. მოამზადეთ მაკარონის უგემრიელესი ბრაწულა და ისიამოვნეთ!

 

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
  • 450 გ. ქათმის ან ინდაურის ხორცის ფარში.
  • 3 კბილი ნიორი.
  • 800 გ. პომიდორი (ახალი ან კონსერვირებული).
  • 500 გ. მაკარონი.
  • 200 გ. გახეხილი ყველი პარმეზანი.
  • 200 გ. გახეხილი ყველი მოცარელა.
  • მწიკვი მარილი და პილპილი.

მომზადების წესი:

1მარილიან წყალში ხარშეთ მაკარონი, ოღონდ ბოლომდე არ მოხარშოთ. ოდნავ მაგარი უნდა იყოს. გადაასხით წყალი და მოაყარეთ პარმეზანი.


2დნავ გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ ფარში და 5 წუთი ამზადეთ. შემდეგ დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი, წიწაკა, მარილი. კიდევ ერთი წუთი გააჩერეთ შემდეგ კი დაუმატეთ პომიდორი. დაახურეთ თავზე და 15 წუთი თუშეთ.


3საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. და დაალაგეთ მაკარონი ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული.


4ზევიდნ მოასხით ფარშისა და პომიდორის მასა. შეგდით 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ გამოიღეთ მოაყარეთ მოცარელა და ისევ 15 წუთი აცხვეთ.


ნახევარი საათში თქვენ ამ გემრიელი და ლამაზი კერძის მირთმევას შეძლებთ.

 

 


 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge