Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

ექიმი და ბლოგერი ავიად კირტავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ვაშინგტონში გამართულ ქალთა მარშსს და საპროტესტო აქციიდან საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს. იქვე აკეთებს კომენტარს და ამერიკულ და ქართულ საპროტესტო აქციებს ერთმანეთს ადარებს: „ეჰ, რა დრო მოუვიდათ ამერიკელებს? - ახლა თავად ითვლიან ასეულ ათასობით პროტესტანტს ზემოდან.მახსოვს, იური მეჩითოვის და სხვათა ფენომენალური ფოტოები 2007-12 წლების საპროტესტო მიტინგებიდან თბილისში, მახსოვს, როგორ ვიყენებდით Google Map area calculator-ს, რომ ასეთ ფოტოებზე გადაღებულ მიტინგებში მონაწილეთა რაოდენობა გვეანგარიშა, მახსოვს გაოცებისაგან თვალებგაფართოებული უცხოელები, 2009 წლის სტადიონის მიტინგზე და მერე მსვლელობაზე... მახსოვს, როგორ ცდილობდა რუსთავი-2 2012 წლის „ოცნების“ მიტინგების დაწყებამდე გადაღებული ფოტოებით მანიპულაციებს, აქაოდა - ბევრი არაა მიმსვლელიო და თბილისში მიშას მიტინგზე ქოფი-პეისტით ჩამატებული ერთიდაიგივე ხალხის "კონებიც" მახსოვს...

არა უშავს, ბოლო ყოველთვის კეთილია! ამერიკული დემოკრატიის საფუძვლები საკმარისად ძლიერია და იმედია, ამერიკელი ხალხი ისე არ დაზარალდება პოპულიზმისაგან, როგორც ჩვენ დავზარალდით! ახლა ნამდვილად გამოჩნდება, ვინ არის ბრძენი და ვინ - პოლიტიკური ინტრიგანი და პროვოკატორი. God Bless America!“, წერს კირტავა.

ავტორ(ებ)ი :