Powered by Jasper Roberts - Blog

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ კავკასიური კეთილშობილი ხარირემი გადაიღო. შესაბამისი ვიდეო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 1989 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი ბინადრობდა. 1999 წელს ნაკრძალში მხოლოდ 70–მდე ირემი დარჩა. მას შემდეგ კი, რაც 2007 წლიდან დაცული ტერიტორიების სისტემის რეფორმა დაიწყო, მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2015 წლის აღრიცხვით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სულ მცირე 300 ირემი ბინადრობს. ხარირემი დიდი, დატოტვილი რქებით გამოირჩევა, ფურირემს კი რქები არ აქვს. რქის სილამაზე საკვებზე, ასაკსა და მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებულია. ერთი წლის ირემი მოკლე და წვრილრქებიანია. 2- 3 წლის ირემს ფიწალა რქები აქვს. 8-9 წლისას კი მრავალტოტიანი, ქორბუდა ან ფიწალა რქები ამშვენებს. 

ავტორ(ებ)ი :