Powered by Jasper Roberts - Blog

16:32 20.01.2017
ყავის 7 ალტერნატივა ენერგიული დილისთვის

თუ გამოძინებას ახერხებთ, დილით ადგომა თქვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ, თუ გაღვიძება გიჭირთ, არსებობს რამდენიმე გზა დღის ენერგიული დასაწყისისთვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიქა ყავის გარეშე.

  • მუსიკა

არ ვგულისხმობ ხმამაღალ მუსიკას მაღვიძარასთვის. უბრალოდ, სცადეთ და გაღვიძებისას, ყავის მოდუღების ნაცვლად, მობილური მოიმარჯვეთ, საყვარელი სიმღერები ჩართეთ და დღე სასიამოვნოდ დაიწყეთ. განწყობა ბოლომდე გაგყვებათ.

 

  • ჭიქა წყალი

დალიეთ ჭიქა ცივი წყალი დილით. გაღვიძებისას ჩვენს ორგანიზმში წყლის დაბალი კონცენტრაციაა. ორგანიზმს თუ წყალს მივწვდით, უფრო მალე გამოვფხიზლდებით.

 

  • დაიბანეთ პირი ცივი წყლით

შედით აბაზანაში და ცივი წყლითა დაიბანეთ პირი, თან სურნელოვანი საპნის, ანდაც მენთოლისა და ლავანდის ზეთის გამოყენება არ დაგავიწყდეთ. მენთოლი, ლავანდა და ცივი წყალი სრულად გაგიქრობთ ძილის სურვილს.

 

  • გადით გარეთ

ვიცი, არაპრაქტიკულად ჟღერს, მაგრამ სუფთა ჰაერი აუცილებლად გამოგაფხიზლებთ მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ პიჟამაში ხართ.  ადექით, გამოაღეთ ფანჯარა, გადით აივანზე და სისხლს მოძრაობის საშუალება მიეცით. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ დღის ენერგიულად დაწყებაში.

 

  • აუცილებლად ისაუზმეთ

საუზმე აუცილებლად შეგმატებთ ენერგიას. კვლევებმა აჩვენა, რომ დილით ჭამა პატარებს დამახსოვრებასა და კონცენტრირებაში ეხმარება. კარგი საუზმე და თქვენ დღის ყველა გამოწვევისთვის მზად იქნებით.

 

  • დატვირთეთ ტვინი

პირველ რიგში ის საქმე მოაგვარეთ, რომელსაც თქვენი აზროვნება ყველაზე მეტად სჭირდება. მაგალითად, წერეთ, ხატეთ, დიზაინები შექმენით. ნუ დაიწყებთ დღეს ისეთი პასიური აქტივობით, როგორიც კითხვაა.

 

  • დალიეთ ჯანსაღი კოქტეილები

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მწვანე კოქტეილი დღეს ენერგიულად დაგაწყებინებთ. ეს რეცეპტი სცადეთ:

  • ¼ ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 1 ბანანი
  • ¼ ჭიქა გაყინული კენკრა
  • ½ ჭიქა უცხიმო იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • დაჭრილი ისპანახი ან ყვავილოვანი კომბოსტო

ეს კოქტეილი ძალიან გემრიელია, თანაც სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge