Powered by Jasper Roberts - Blog

01:01 19.01.2017
მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ნათლისღებას, ანუ წყალკურთხევას აღნიშნავს


19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება. აიაზმის კურთხევას დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს. წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდებანათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღესლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება

საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათრომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარესხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევაროგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას.ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge