Powered by Jasper Roberts - Blog

16:19 18.01.2017
მოამზადეთ ვიეტნამური ყავა შესქელებული რძით სულ რაღაც 15 წუთში!

დიდი ხნის განმავლობაში ვიეტნამში ყავა პოპულარობით არ სარგებლობდა. თუმცა მას შემდეგ, როგორც კი ვიეტნამელებმა ამ გემრიელი სასმელის უპირატესობები შეაფასეს, საკუთარი რეცეპტიც შექმნეს.


ვიეტნამური ყავის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად შესქელებული რძე გვევლინება.

 

ინგრედიენტები:

  • 100 მლ წყალი
  • 1 ს/კ ყავა
  • 15 გრ კოჭა
  • 1 ს/კ შესქელებული რძე
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

კოჭას ფესვი გარეცხეთ და გახეხეთ. ყავის მადუღარა წყლით აავსეთ და ცეცხლზე შემოდგით. მიიყვანეთ ადუღებამდე. 

 

დაუმატეთ კოჭა და ყავა და კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. დაუმატეთ შაქარი და ცეცხლიდან გადმოდგით.

დააფარეთ თავსახური და 5 წუთი გააჩერეთ. ჭიქაში შესქელებული რძე ჩაასხით და ფრთხილად დაუმატეთ ყავა.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge