Powered by Jasper Roberts - Blog

16:32 13.01.2017
მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი მარტივად!

შოკოლადის თხელი შრით დაფარული ლავა ნამცხვარი მართლაც შთამბეჭდავია! არ დაგეზაროთ არ გემრიელი დესერტის მომზადება, თუ თქვენ ტკბილეულის მოყვარული ბრძანდებით ის აუცილებლად მოგეწონებათ!

 

ინგრედიენტები:

  • 225 გრ. გამდნარი კარაქი
  • 1 შეკვრა შოკოლადის ნამცხვრის მიქსი (ქეიქ მიქსი)
  • 3 კვერცხი
  • 225 გრ. დარბილებული ნაღების ყველი
  • ¼ ჭიქა კაკაოს ფხვნილი (30გრ.)
  • 450 გრ. შაქრის პუდრა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და მოამზადეთ საცხობი ტაფა. ურიეთ ერთმანეთში ნამცხვრის მიქსი, 1 კვერცხი, ნახევარი კარაქი (112გრ) და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასად არ ჩამოყალიბდება.

 

გადაიტანეთ მიღებული მასა გამზადებულ ტაფაზე და ცოტა ხნით დაასვენეთ. საშუალო სიჩქარეზე ჩართული მიქსერით, კარგად ათქვიფეთ ნაღების ყველი, სმუზის კონსისტენციამდე. დაამატეთ 2 კვერცხი და კაკაოს ფხვნილი.

 

დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ მიქსერი და დაამატეთ შაქრის პუდრა. ნელა შეურიეთ დარჩენილი გამდნარი კარაქი. ბოლოს დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და გაგრძელეთ თქვეფა მანამ, სანამ მასას არ ექნება სმუზის კონსისტენცია.

 

მიღებული შიგთავსი დაუმატეთ ტაფაზე უკვე გადმოტანილ მასას და გამოაცხვეთ 40-50 წუთი. გაჭრამდე აუცილებლად გააგრილეთ ნამცხვარი. ეს უგემრიელესი შოკოლადის დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ ვანილის ნაყინთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge