Powered by Jasper Roberts - Blog
4
თბილისი

14:03 12.01.2017
გიორგი ახვლედიანის მუქარა ბიძინა ივანიშვილის მიმართ

ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე მოუწევს სერიოზული ბრძოლა იმ ოპოზიციასთან, რომელიც მისი ხელის ბიჭებით არ იქნება დაკომპლექტებული, რომელიც ძალიან სერიოზულად მოთხოვს პასუხს იმ სირთულეებზე, რაც მან ქვეყანას შეუქმნა და არა ისეთი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც, როცა მოუნდება, არჩვენებს გაუპრავებს, როცა მოუნდება - პარლამენტში შეუქმნის ვითომ ოპოზიციურ ფლანგს, როცა მოისურვებს გარიგებაში შევა მასთან და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის "დემოკრატიული მოძრაობა" იქნება ყველაზე ძლიერი, გაზრდილი და მასშტაბური ოპოზიციური ფლანგი.განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ”რეზონანსთან” ინტერვიუში.


”დემოკრატიული მოძრაობა” მუშაობს იმისთვის, რომ გახდეს ნომერ პირველი ოპოზიციური გაერთიანება, თუმცა ”ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობა კატეგტორიულად მიუღებელია მათთვის.


 

იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად დგომა, ვინც კარდინალურად განსხვავებულად უყურებენ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს, ბუნებრივია, არც საქმეს გამოადგება და არც საზოგადოება უკვეთავს ასეთი პარტიების თანამშრომლობას. ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი უკვე ვნახეთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ეკლექტური გაერთიანება, ერთი ნაწილი ალთას იყო, მეორე - ბალთას და შედეგიც შესაბამისი მოიტანა. ქვეყანა ფაქტობრივად სტაგნაციაში აღმოჩნდა. - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

   

 

რა მიგაჩნიათ საქართველოში უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად?
ხმის მიცემა