Powered by Jasper Roberts - Blog
4
თბილისი

13:44 12.01.2017
"ნაციონალური მოძრაობიდან’ გამოსული ჯგუფი გახდება „რესპუბლიკური პარტია - 2“ - შოთა მალაშხია

ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ყოფილი დეპუტატი შოთა მალაშხია „ახალ თაობასთან: ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.

 

მალაშხიას თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქუჩაში შესაძლოა აქციები დაიწყოს. თუმცა, დეპუტატი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ამ პროცესების მართვას მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეძლებს, რომელიც სწორედ მოიქცევა. 

 


 „ხალხის უკმაყოფილება დიდია. სოციალური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. პარლამენტი არ წარმოადგენს მოსახლეობას. მოსალოდნელია პროცესები ქუჩაში. ამ პროცესების მართვას შეძლებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სწორად მოიქცევა. ხალხი გაჰყვება იმ ძალას, რომელიც სახელმწიფოს პერსპექტივებზე იფიქრებს და არა - შიდა კინკლაობაზე. ხელისუფლებას სახელმწიფო კვდომის რეჟიმში ჰყავს. ვინც დაძრავს პროცესებს, ადგილობრივ არჩევნებშიც ის გაიმარჯვებს. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ქუჩაში გდია.“ , -აღნიშნავს შოთა მალაშხია.  

ხოლო, რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ორად გაყოფის საკითხს, მალაშხია  აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში პარტიიდან გამოყოფილი ჯგუფი რესპუბლიკური პარტია2 გახდება. 


„ნაციონალური მოძრაობიდან’ გამოსული ჯგუფი გახდება „რესპუბლიკური პარტია - 2“. - აცხადებს პარტიის ლიდერი. 

 

 

მალაშხიამ, ამის გარდა, გიგი უგულავას სამომავლო კარიერას, ის მიიჩნევს, რომ  ყოფილი მერის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული, ის გადარჩება თუ დაღუპავს თავს. 

 


„კარგია, როცა კაცი ციხიდან გამოდის და შვილებთან ყოფნის საშუალება ეძლევა. გიგი უგულავას მომავალი მასზეა დამოკიდებული. ის თვითონ გადაწყვეტს, დაიღუპავს როგორც პოლიტიკოსი თავს თუ გადარჩება. მალე გამოჩნდება, დარჩება თუ არა მას ის სახელი, რომლითაც ციხეში შევიდა. უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ გიგი უგულავა სახელს იფუჭებს." - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა. 

 

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მალაშხიამ, აგრეთვე, განაცხადა, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად თუ შეუგნებლად, პარტია ჩამოართვა, ის არა მხოლოდ ზნეობადაკარგულია, არამედ „ტვინიც არ აქვს“ . 

 


„შეგნებულად ართმევდნენ პარტიას მიხეილ სააკაშვილს თუ შეუგნებლად, სხვა საკითხია. ვინც ამას აკეთებდა, მარტო ზნეობა კი არა, ტვინიც არ ჰქონია.“ - განმარტავს შოთა მალაშხია.  

ავტორ(ებ)ი :


 

   

 

რა მიგაჩნიათ საქართველოში უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად?
ხმის მიცემა