Powered by Jasper Roberts - Blog

12:59 12.01.2017
"თუ პუტინს მოსწონს ტრამპი, ეს აქტივია და არა პასივი“-დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგებას და მოსკოვთან ერთად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას იმედოვნებს.



„რუსეთს შეუძლია დაგვეხმაროს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პუტინს ტრამპი მოსწონს, აქტივია და არა პასივი. 



„თუ პუტინს მოსწონს ტრამპი, ეს აქტივია და არა პასივი“, - აღნიშნა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მას შეუძლია მკაცრი იყოს რუსეთთან ურთიერთობაში. „ვის სჯერა, რომ კლინტონი უფრო მკაცრი იყო პუტინთან, ვიდრე ტრამპი?“, - დასძინა მან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge