Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

12:32 12.01.2017
პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი - თურქეთში სისხლის ღვრა მოხდება

ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის საკითხებში, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი თურქეთში შესაძლო სისხლის ღვრაზე საუბრობს. ამავე დროს, აშშ-ს საზღვაო აკადემიის ლექტორი მაიკლ რუბინი American Enterprise Instituteვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს იარაღის მეშვეობით რომც იყოს კონსტიტუციის შეცვლა სურს.


რუბინის თქმით, ერდოღანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას ″ღვთის საჩუქრას″ უწოდებს და გადატრიალების მცდელობას ლიკვიდაციის საბაბად იყენებს.


როგორც რუბინი სტატიაში აღნიშნავს, ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში გიულენის მოძრაობას ადანაშაულებს. ბრალდების დასამტკიცებლად თურქეთის ხელისუფლების მიერ ამერიკული მხარისთვის გადმოგზავნილი დოკუმენტები სანდოობისგან შორს, უფრო მეტიც მტკიცებულებადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს.


″აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული მედია ყველაფერს ისე აშუქებს თითქოს ამერიკის ხელისუფლებამ ეს მტკიცებულებები მიიღო, სინამდვილეში კი ჯერჯერობით არცერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს თურქული მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. პირიქით, 15 ივლისის შესახებ ალტერნატიული თეზისები უფრო შთამბეჭდავია.″-განაცხადა მან.


მაიკლ რუბინის მტკიცებით, წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოსაშორებლად გამოიყენა. ევროპა ჯერ კიდევ ამ ქმედებებს მასწავლებლების და მეცნიერების უფლებების დარღვევად აფასებს.


რუბინი თქმით, ერდოღანის მომხრეების შეგნებულად შეიარაღება ხდება.


″მმართველმა პარტიამ თავის მომხრეებზე იარაღის ლიცენზიის მიცემა დაიწყო. ასევე 1997 წელს თურქეთის არმიიდან გაგდებული გენერლის წოდების მქონე ადნან თანრივერდი ამჟამად ერდოღანთან თანამშრომლობს და მისი მეთაურობით სადათის (SADAT) სახელწოდებით შეიარაღებული ერთიანობაა შექმნილი. სადათი სპეცდანიშნულების ჯარებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს წვრთნის რომელიც უახლოეს მომავალში ირანის რევოლუციური გვარდიის მსგავს სტრუქტურად ჩამოყალიბდება და პირდაპირ ერდოღანის ბრძანებით იმოქმედებენ. სინამდვილეში ისე ჩანს, რომ 15 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების უკან დაჯგუფება სადათი დგას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იძულებითი აღიარებების გარდა სხვა სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს მაინც გიულენს ადანაშაულებენ.″-განაცხადა მაიკლ რუბინმა.


 

წყარო: www.aei.org/publication/erdogan-prepares-for-a-bloodbath/

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge