Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

12:27 12.01.2017
მოთოვს თუ არა ძველით ახალ წელს საქართველოში?

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 



როგორც „ჯორჯიან თაიმსს“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ქარია მოსალოდნელი, რომლის სიჩქარეც 10-15, ზოგან შედარებით ძლიერი - 17-22 მეტრი წამში იქნება. 



რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღეს ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება. 



სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ, დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში დღისით უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი - თოვლი.



თბილისში დღის მეორე ნახევარში წვიმაა ნავარაუდევი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში. 



რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ, დასავლეთ საქართველოში ღამით 1, ხოლო დღისით 3 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. აღმოსავლეთში ღამით -6, დღისით 9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ღამით -2, დღისით კი, 7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.



14 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, წვიმის სახით. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან თოვლის სახით, ნალექს პროგნოზირებენ. თბილისში კი, მცირე წვიმაა ნავარაუდევი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავაც იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

 

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 14 იანვარს, დასავლეთ საქართველოში ღამით -3 გრადუსი ყინვა, დღისით კი, 10 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. აღმოსავლეთში ღამით -6, დღისით 12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი, ღამით 1, ხოლო დღისით 6 გრადუსი იქნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge