Powered by Jasper Roberts - Blog

11:41 12.01.2017
"ფულის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულ 200 ლარიანს ათი წელი შეუსრულდა"

რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"დღეს ათი წელი შესრულდა 200 ლარიანი ქართული ბანკნოტის მიმოქცევაში შემოღებიდან. 2007 წელს გაიმარჯვა ფულის საერთაშორისო ფესტივალზე მალაიზიაში, როგორც ყველაზე ლამაზმა და დაცულმა. 

ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ამ სიახლეს. 

რა იყო მისი შემოღების მიზანი:
-დედოლარიზაცია. 
ყველა ჯიბით დაატარებდა ასდოლარიანს. ყველა ინახავდა სახლში დოლარის მსხვილ კუპიურას. ახალ ლარს ეს ნაწილობრივ მაინც უნდა ჩაენაცვლებინა. ფაქტობრივად ასდოლარიანს უდრიდა. შენახვის საშუალება უნდა გამხარიყო. 

-ეკონომია. 
ბრუნვაში ჩაანაცვლებდა დაბალი ნომინალის ბანკნოტებს, განსაკუთრებით 50 და 100 ლარიანს. ერთი ფულის ტარება სჯობდა ოთხს:)
-პოლიტიკური. 
ქაქუცა ჩილოყაშვილის ნეშტის გადმოსვენებას დავამთხვიეთ. მეორე მხარეს სოხუმის სურათი. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოები. 
-საიმიჯო-შემეცნებითი. 
არ იყო საქართველო მხოლოდ მეფეებისა და პოეტების ქვეყანა. 
-პრაგმატული. 


ყველაზე მთავარი დანიშნულება. ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების შემთხვევაში მაღალი ნომინალის ბანკნოტის არსებობა. 
იმედი გვქონდა, რომ ამ როლის შესრულება მრავალი წლის განმავლობაში არ დაეკისრებოდა. 


მაშინ, 2007 წლის 11 იანვარს ლარის კურსი იყო 1$=1,71 ლარს. დღეისათვის ზუსტად ერთი ლარით გაუფასურდა და 1$=2,74 ლარს. 
გულმა გვიგრძნო, რომ ასეთი ხელისუფლება მოვიდოდა სათავეში?


ვინ იცის! შეიძლება წინათგრძნობა იყო, შეიძლება წინდახედულება!"
-წერს გოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge