Powered by Jasper Roberts - Blog
4
თბილისი

11:27 12.01.2017
პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სკანდალური ცხოვრება

გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას ქმარი დაჭრეს , "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

 

მათივე ინფორმაციით, მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი. 

 

მინდია გოგოჭური არაერთხელ გაეხვა სკანდალში.

 

სწორედ მინდია გოგოჭურს უკავშირდებოდა რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრის სახლში, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. 

 

ეს პირველი სკანდალი არ იყო, რომელშიც პრეზიდენტის სიძე გაეხვა. 

 

2013 წელს დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა, რომელიც ანა მარგველაშვილის შეყვარებლი იყო. 

ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრაო.

 

სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

 

ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე, 2011 წლის ოქტომბერში მინდია გოგოჭურის სახელი რუსთაველის გამზირზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ფიგურირებდა. 

 

შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

 

ბრალდებას მოგვიანებით მინდია გოგოჭურმა უპასუხა. "ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა მინდია გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge


 

   

 

რა მიგაჩნიათ საქართველოში უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად?
ხმის მიცემა