Powered by Jasper Roberts - Blog

16:47 11.01.2017
მაწვნის სუპი - გემრიელი და სასარგებლო წვნიანი
ინგრედიენტები:
მაწონი
500 გრ
წყალი
500 მლ
ბრინჯი
3 სკ
ხახვი
1 თავი
ნიორი
1-2 კბილი
კარაქი
30 გრ
კვერცხი
1 ცალი
კამა და ქინძი
7-7 ღერი
მარილი
გემოვნებით
ჩაახალეთ 5-6 კვერცხი
1.  გარეცხეთ  და   მოხარშეთ  3  სკ  ბრინჯი.

2.  წვრილად  დაჭრილი  ხახვი  მოშუშეთ  კარაქში.

3.  1  ქილა  მაწონში   გათქვიფეთ  1 ც  კვერცხი,  ჩაასხით  500 მლ  წყალი,  მოურიეთ  და  საშუალო  ცეცხლზე,  ისე  რომ  არ  შეწყვიტოთ  მორევა,  მიიყვანეთ  ადუღებამდე.

4.  როგორც  კი  დუღილს  დაიწყებს  ჩააყარეთ  მოშუშული  ხახვი,  მოხარშული  ბრინჯი,  უყავით  მარილი,  დაჭრილი  ქინძი, კამა,  ნიორი,  მოურიეთ  და  ჩაახალეთ  კვერცხი  მთელ-მთელად.

5.   გამორთეთ  ცეცხლი  როცა  კვერცხი  თქვენთვის  სასურველ  დონეზე  მოიხარშება.
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge