Powered by Jasper Roberts - Blog

16:25 04.01.2017
როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ?

ორგანიზმს განსაკუთრებით ტვირთავს საახალწლო სუფრა.

ჭარბი დოზით ალკოჰოლის, გაზიანი და ტკბილი სასმელების, ნიგვზიანი კერძების, შემწვარი ხორცის, შოკოლადისა და ნამცხვრების მიღება წონაზეც უარყოფითად აისახება და ასევე რიგ დისკომფორტსაც იწვევს.


ახალი წლის სადღესასწაულო განწყობის შემდეგ სასურველია განვიტვირთოთ. ამასთან, ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ ახალი წლის საღამოს სასურველ ფორმაში შეხვდეთ და სადღესასწაულო განწყობა მაქსიმალურად შეიგრძნოთ.



უარი თქვით ყავაზე
სასურველია, რომ რამდენიმე დღე ყავაზე უარი თქვათ. რეკომენდებულია, რომ ამ დღეებში უპირატესობა მიანიჭოთ მწვანე ჩაის, რომელიც ღვიძლის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.  


წყალი დალიეთ
ალკოჰოლური სასმელის შემდეგ ჭიქა წყალზე უარს ნუ იტყვით! ყურადღება მიაქციეთ, რომ საკმარისი რაოდენობის, 6 ან 8 ჭიქა წყალი დალიოთ. რეკომენდებულია, წყალში ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი მოათავსოთ. ეს ჯადოსნური პროდუქტები შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ცხიმის წვისთვის სასარგებლოა.



ჯანსაღი საუზმე
აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორ კვებაზე და პირველ რიგში საუზმეზე. გირჩევთ, დილით მიირთვათ შვრიის ფაფა ან ნუშის კარაქიანი ტოსტი.



ვარჯიში
დადასტურებულია, რომ დილით მხოლოდ 5 წუთიანი იოგაც კი შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ. უარს ნუ იტყვით კარდიო ვარჯიშზე, რომელიც შესანიშნავი წამალია კუნთებისთვის. 


შეამცირეთ შაქარი
ახალი წლის დღესასწაულზე დიდი რაოდენობით მიირთვით ტკბილეული? კარგი იქნება თუ ფუნთუშებსა და ტორტის ნაჭრებზე უარს იტყვით და ორგანიზმს ხილითა და ბოსტნეულით გაანებივრებთ.   

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge