Powered by Jasper Roberts - Blog

17:46 28.12.2016
კბილის გაზრდა ახლა უკვე ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ! - მეთოდი, რომელმაც ექიმებიც კი გააოგნა!

კოლუმბიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროფესორის დაუჯერებელმა აღმოჩენამ მსოფლიო შეძრა! აღმოჩნდა, რომ კბილების გაზრდა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ იმპლანტატები და მოუხერხებელი პროტეზები.



საქმე ის არის, რომ იმპლანტატების ჩადგმა საჭიროებს ექიმთან მრავალჯერად ვიზიტს, თან ახლა ვს ტკივილი, დისკომფორტი და ანთებაც კი... პროფესორი მაო კი სხვა გზას დაადგა. მისი მეთოდით კბილების გაზრდა თავად შეგიძლიათ.


image


ექიმმა შეიმუშავა კბილების უშუალოდ ცარიელი ალვეოლიდან გაზრდის ტექნოლოგია და ამ მეთოდმა სტომატოლოგიაში რევოლუცია მოახდინა. ჯერემი მაომ ნატურალური მასალებისგან შექმნა კარკასი, რომელიც ფორმირ რეალურ კბილს ჰგავს, და მასში მოათავსა ზრდის სტიმულატორი. საცდელ ცხოველს თავისუფალ ალვეოლაში ჩაუნერგა აღნიშნული კბილის ჩანასახი. კარკასის ფოროვანმა სტრუქტურამ ცხოველის ორგანიზმის ღეროვან უჯრედებს ამ კონსტრუქციაში მიგრირების საშუალება მისცა.



9 კვირის შემდეგ, საცდელ ცხოველებს ამოუვიდათ კბილები, რომლებიც იდეალურად შეეთავსა პაროდონტული ქსოვილების აღდგენას.



მაოს მეთოდით, პაციენტის ქალაში მოხდება ბიოშეთავსებადი პოლიმერების - კაპროლაქტონისა და ჰიდროქსიაპატიტის კარკასის იმპლანტირება. აღნიშნული კარასის მიღება ხდება სამგანზომილებიანი ბეჭდვის საშუალებით. მის კონსტრუქციაში გათვალისწინებული იქნება დიდი რაოდენობით 200 მკმ დიამეტრის მილაკები, რომლებიც აივსება უჯრედების ზრიდს მასტიმულირებელი სპეციფიური ნივთიერებებით - (stromal-derived factor-1, SDF1) და მორფოგენული ძვლის ცილით (bone morphogenetic protein-7, BMP7).



ეს ფაქტორები პაციენტის საკუთარ ღეროვან უჯრედებს აიძულებს გამოიმუშავოს კბილის ქსოვილი მკაცრად განსაზღვრული მიმართულებით და ამგვარად ხდება სწორი ფორმის, სრულფასოვანი კბილის ფორმირება. შედეგად, ვიღებთ პრაქტიკულად ბუნებრივი გზით ამოსულ კბილს.



image


ამგვარად, დღეს უკვე ახალი კბილის გაზრდა, რეალურად, სულ რაღაც 9 კვირაშია შესაძლებელი. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ აღნიშნული მეთოდის ჩვენს ქვეყანაში დანერგვას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge