Powered by Jasper Roberts - Blog

16:45 26.12.2016
15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად

როგორც ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებო... ამიტომაც შინ და სუფრასთან გულთბილი, სადღესასწაულო გარემოს შექმნა აუცილებელია!
სახლი დალაგებულია, დეკორეციები შექმნილი, ჰაერი გაჯერებულია მანდარინის, ნაძვი წიწვებისა და სურნელოვანი კერძების არომატით... 
დარჩა სუფრის გაწყობა. ყოველ წელს საახალწლო განწყობის შესაქმნელად ახალ, საინტერესო რეცეპტებს ვეძებთ და ვცდილობთ, ჩვენი სუფრა განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული იყოს. 

იმისათვის, რომ ამოცანა გაგიადვილოთ, შეგირჩიეთ რამდენიმე არაორდინარული იდეა კერძების გასაფორმებლად!

1. მოხარშული კვერცხის დეკორაციებისთვის გამოყენების უამრავი იდეა არსებობს. თვალებად და ღილებად ამ თოვლის კაცს შავი პილპილის მარცვლები შეგიძლიათ რომ მოარგოთ, ხოლო მდგრადობა ხის ჩხირები ან კოქტეილის საწრუპები გამოგადგებათ.

GEMRIELIA

პინგვინები ანტარქტიდიდან ნამდვილად სიურპრიზი იქნება თქვენი ბავშვებისთვის. იმისათვის, რომ პინგვინები არ წაიქცნენ, მოაჭერით კვერცხს ბოლოები.

GEMRIELIA

GEMRIELIA

ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას პომიდვრის თავიანი და კვერცხის ფეხიანი სოკოები...

GEMRIELIA

ორიგინალური მინი-პიცები საახალწლო სტილში კი საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

GEMRIELIA

ფორმა და გულსართი – თქვენი გემოვნებით!

GEMRIELIA

შეგიძლიათ გამოაცხოთ ნივრიანი პური საფუვრის ცომისგან და მისცეთ ასეთი საინტერესო, ნაძვის ხის ფორმა. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

GEMRIELIA

საახალწლო გირლანდა არა მხოლოდ კარზე შეგიძლიათ რომ დაკიდოთ. მიეცით გვირგვინის ფორმა ნებისმიერ სალათს.


GEMRIELIA

ყველის თეფშიც შეგიძლიათ გირლანდას დაამსგავსოთ. ესაც ერთ-ერთი იდეაა!

GEMRIELIA

მხიარული ჭიამაია-კანაპეები კი ბავშვებს ძალიან გაართობს და ძირითად კერძებამდე შიმშილის გრძნობას მოულავს.

GEMRIELIA

კლასიკური და ბევრისთვის საყვარელი სალათა "ციყვის" ახალი ამპლუა ძალიან მოუხდება საახალწლო სუფრას.

GEMRIELIA

შესაჭმელი დეკორაციები – საშობაო წინდა სოსისებისგან. სწორად დასაჭრელად კარგი იქნება, გაიხსენოთ გეომეტრიის გაკვეთილები!

GEMRIELIA

GEMRIELIA

გააფორმეთ ფანტაზიისამებრ შოკოლოდის ბისკვიტი ან კექსი.

დესერტების დროც მოვიდა. მარწყვი ნაღებით კონკურენტგარეშეა და თუ მას კრეატიულადაც მიუდგებით, საოცარ შედევრებს შექმნით!

GEMRIELIA

GEMRIELIA

პატარა მარწყვის სანტები – ეს ხომ ძალიან საყვარელია!

საახალწლო სტილისტიკა ხილის გარეშეც ვერ ჩაივლის.

GEMRIELIA

დარწმუნებულები ვართ, თქვენ მიერ გამოცხობილი კექსების გემო ყველას დაატყვევებს. ხოლო მათი არაბანალური გაფორმებით კი ისინი სადღესასწაულო საღამოს ნამდვილი ვარსკვლავები გახდებიან.
GEMRIELIA

ტრადიციული საახალწლო ორცხობილებს შგიძლიათ მისცეთ ზღაპრული სახლების ფორმა. ამის შეჭმა დაგენანებათ კიდეც!

GEMRIELIA

მრგვალ ფხვიერ ნამცხვარ-სენდვიჩებს შეგიძლიათ მისცეთ ირმების ფორმა – უბრალოდ ამოავლეთ ისინი გამდნარ შოკოლადში და გაუკეთეთ თვალები და რქები.

GEMRIELIA

შამპანურზე მისაყოლებელი პიკანტური დესერტი: კოქტეილის ალუბლები კუდებით შოკოლადის თაგვების ქვეშ დაიმალნენ. თავებად ტრიუფელის კანფეტები გამოგადგებათ, ხოლო ყურებად – თეთრი შოკოლადის საკონდიტრო ჩიფსები. 

GEMRIELIA
ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge