Powered by Jasper Roberts - Blog

15:18 24.12.2016
შემწვარი კარტოფილი იტალიურად - საოცარი არომატი და გემო!
ინგრედიენტები:
კარტოფილი
პატარა ზომის, 500 გ
ზეითუნის ზეთი
1 ს/კ
ნიორი
2 კბილი
იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი)
1 ჩ/კ
მარილი
1/4 ჩ/კ ან გემოვნებით
წითელი წიწაკა
გემოვნებით
პარმეზანი, გახეხილი
0,5 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში
1 ჩ/კ
კარაქი
კუბიკებად დაჭრილი, 2 ს/კ

მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 195 გრადუსზე. გაფცვქენით და გარეცხეთ კარტოფილი, გააშრეთ და გაჭერით თითოეული შოაზე.
გაახურეთ ტაფა (აჯობებს თუჯის) და დაასხით ზეითუნის ზეთ.
დაყარეთ კარტოფილი და დაბრაწეთ ყველა მხრიდან. გაწიეთ კარტოფილი ცალ მხარეს და მოხრაკეთ დაჭრილი ნიორი, მოაყარეთ იტალიური ბალახები, მარილი და პაპრიკა. აურიეთ კარგად. 
გადმოდგით ცეცხლიდან და მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში.
მოათავსეთ ტაფა ღუმელში და გააჩერეთ 15 წუთი.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი კარაქი და მიიტანეთ სუფრასთან.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge