Powered by Jasper Roberts - Blog

13:15 23.12.2016
მიირთვით უგემრიელესი ვინეგრეტის სალათა სოკოთი!

ვინეგრეტის სალათა ყველასთვის ცნობილი კერძია და რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარულიც. თუმცა არასდროსაა გვიან, რაიმე სიახლე შევიტანოთ ამა თუ იმ კერძში და გამონაკლისს არც ეს, გემრიელი სალათა წარმოადგენს. გაახალისეთ ვინეგრეტის ტრადიციული რეცეპტი გემრიელი სოკოთი და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ც. ჭარხალი.
  • 2 ც. კარტოფილი.
  • 1ც. სტაფილო.
  • 200 გ. სოკოს მარინადი.
  • 1 ც. მჟავე კიტრი.
  • 1 ც. ხახვი.
  • 3 ს.კ. მცენაეული ზეთი.
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

მოხარშეთ ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი. გააციეთ და დაჭერით კუბიკებად. ვრილად დაჭერით სოკო (დაჭრა არაა აუცილებელი), მჟავე კიტრი და ხახვი.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერტმანეთში და მოასხით ზეთში არეული ლიმონის წვენი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge