Powered by Jasper Roberts - Blog

13:08 23.12.2016
"რუსეთს საკუთარი ტურისტების ბედიც არ ადარდებს" - ამირან სალუქვაძე

გაზეთ „რეზონანსში“ მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც განხილულია სირიის ომისა და ტერაქტების რაოდენობის ზრდა, რაც სერიოზულ ზეგავლენა ახდნ როგორც გლობალურ, ასევე ევროპულ პოლიტიკაზე და ცალკეულ სახელმწიფოებში მიმდინარე შიდა პროცესებზე.


ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე  ამ თემაზე აღნიშნავს, რომ სირიის ომის შედეგია თურქეთ-ამერიკის, თურქეთ-ნატოს და თურქეთ-ევროკავშირს შორის გარკვეული ბზარის გაჩენა, რომელიც, თუ დროული დასკვნები არ იქნა გამოტანილი, შესაძლოა განხეთქილებაში გადაიზარდოს.


"როგორ მოახერხებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი რუსეთის მადის რამე საზღვრებში მოთოკვას, მომავალი გვიჩვენებს. რუსეთის ლიდერი ბავშვებთან საუბრის დროსაც კი, მსოფლიოს გასაგონად ამბობს, რომ "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება". ამ რეალობაში კი, საქართველოს ხელისუფლებას მართებს გაააქტიუროს საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დიპლომატიას ვგულისხმობ და სერიოზულად იფიქროს თავდაცვისუნარიანობის მკვეთრ და სწრაფ ამაღლებაზე. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს საგარეო კურსთან რამე თამაში", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

 

ანალიტიკოსმა კომენტარი გააკეთა რუსეთ-თურქეთს შორის მიმდიუნარე ურთიერთობებზეც.


 

"რუსეთის რეაქცია ისეთი იყო, თითქოს მასპინძელი ქვეყანა არ იყოს პასუხისმგებელი ელჩის და სხვა დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. არც საკუთარი ტურისტების ბედი ადარდებს რუსეთს. არადა საომარი მოქმედებების რაიონში, როცა ყველანაირი პროვოკაცია ან შემთხვევითობა მოსულა, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო, რომელმაც მართლაც გადაჰკვეთა თურქეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე წამით, რუსეთის მხრიდან უმძაფრესი რეაქციები მოჰყვა. როგორც ჩანს, რუსეთ-თურქეთმა სერიოზულად შეაჯერა ერთმანეთის ინტერესები და ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს, პირველ რიგში, ნატოსთვის“, - ამბობს ამირან სალუქვაძე 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge