Powered by Jasper Roberts - Blog

02:15 23.12.2016
შეიძლება თუ არა საახალწლო სუფრაზე ფრინველის ხორცის მიტანა?

თუკი გასულ წელს, მაიმუნს პატივსაცემად ადამიანებმა სუფრაზე ბანანები დაახვედრეს ისე, რომ მსოფლიოში ლამის ბანანის დეფიციტი შეიქმნა, საინტერესოა, წელს რა მოხდება, - ექნებათ თუ არა სუფრაზე ახალი წლის ღამეს ფრინველის ხორცი და მისგან დამზადებული კერძები, რომელსაც ასტროლოგები რეკომენდაციას დიდად არ უწევენ... ასტროლოგი სოფო ბზეკალავა ამ თემაზე ღიმილით გვპასუხობს: "სასურველია სუფრაზე ფრინველის ხორცი არ იყოს. წლის სიმბოლოს სუფრაზე შემწვავრს თუ მოხარშულს დადებ, ის მერე წარმოიდგინეთ, როგორ მფარველობას გაგიწევს?.. მამალი წლის მმართველად ითვლება და შესაბამისად, სიმბოლური დატვირთვა აქვს. სასურველი იქნება, თუკი არ გავანაწყენებთ მას და სუფრაზე არ გვექნება ფრინველის ხორცი".

- გამოდის, კვების რაციონიდან ფრინველის ხორცი უნდა ამოვიღოთ?…
- მამლის წელი სინამდვილეში ძალაში 28 იანვარს შევა. რაც შეეხება მთელ წელიწადს, - ამ შემთხვევაში, ლაპარაკია და სასურველია ფრინველის ხორცი წამყვან კერძად საახალწლო სუფრაზე არ მივიტანოთ. 

- ასტროლოგები სანაცვლოდ რას გვირჩევთ?
- სალათებს სიმინდის ინგრედიენტით, ბოსტნეულს, თხილს, ჩირს, მწვანილს... 

- თავად თუ გექნება სუფრაზე ფრინველის ხორცი?
- ქათამს არ ვჭამ, ასე რომ, არ მექნება. ოჯახის წევრებიც მარხულობენ და არა მარტო ფრინველის, ზოგადად, შობამდე ხორცს არ მიირთმევენ.

 

ambebi.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge