Powered by Jasper Roberts - Blog

23:34 22.12.2016
5 მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა გადაეჩვიოთ, თუ წონის დაკლება გსურთ

 

ბევრმა ჩვენგანმა უნდა ვაღიაროთ, რომ არასწორად ვიკვებებით. მიუხედავად ამ პრობლემის გააზრებისა, მაინც ვაძლევთ თავს უფლებას ვიყიდოთ წასახემსი საკვები, რომელიც საღამოს ჩაისთან ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩვენს სხეულზე ცუდად აისახება. ჩვენ მოგიყვებით იმ ჩვევების შესახებ, რომლებიც უნდა დაივიწყოთ, თუ გინდათ, რომ წონაში არ მოიმატოთ და სხეული მუდამ ტონუსში გქონდეთ.


1. ძალიან ბევრი ყავა

 


რა თქმა უნდა, დილის ყავის აკრძალვას არავინ აპირებს, ბოლოს და ბოლოს ის ენერგიით გვმუხტავს, თუმცა მისი რაოდენობა აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ. დღეში 2 ჭიქა სავსებით საკმარისია.

 


2.საუზმის შემდეგ წახემსება

 


ყველაზე ცუდი ჩვევაა, რომლისგანაც გადაჩვევა რთულია. ის ეხება 
ყველას, ვინც საკუთარ თავს აძლევს უფლებას, მიირთვას ზეფირი, ან შოკოლადი საზუმის შემდეგ, განსაკუთრებით ტელევიზორის ეკრანის წინ.

 


3. საუზმის გამოტოვება

 


როდესაც დედა მთელი ბავშვობა გვიმტკიცებდა, რომ საუზმე მნიშვნელოვანია, ის არ ცდებოდა. კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანები რომლებიც დილით არ საუზმობენ, მთელი დღის განმავლობაში ცუდად იკვებებიან მათთან შედარებით, ვინც დილით ჯანსაღ პროდუქტს ღებულობს.

 

4. ნახშირწყლების მიღება სადილის შემდეგ

 


როგორც წესი, წახემსება ლანჩის შემდეგ ბევრს უნდება, მაგრამ აუცილებელია დაიცადოთ რამდენიმე საათი საკვების მიღებიდან შემდეგ კი ნაკლებკალორიული საკვებით დაიკმაყოფილოთ თავი.

 

5. არასაკმარისი წყლის მიღება

 


თავის ტკივილის, დაღლილობის, სისუსტის და მუცლის გაბერვის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ნაკლებლობაა. მიიღეთ 6-8 ჭიქამდე სუფთა წყალი დღეში და ნელ-ნელა ეს ჩვევაში გადაგივათ.

 

 

 

წყარო 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge