Powered by Jasper Roberts - Blog

17:39 22.12.2016
ტესტი: რას ხედავთ ფოტოზე - ხეებს, წყალს თუ შიშველ გოგონას?

აირჩიეთ ერთი ვარიანტი და წაიკითხეთ ტესტის პასუხი 

 

 

თუ ხეებს ხედავთ - გრანდიოზული გეგმებისა და იდეების ავტორი ხართ. გლობალურ საკითხებზე გიყვართ მსჯელობა, მაგრამ წვრილმანებს ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. ამავდროულად, ძალიან გულკეთილიც ხართ და ამით ხშირად სარგებლობენ ბოროტი ადამიანები. ეცადეთ, სანაცნობო წრე დიდი ყურადღებით "შეაგროვოთ". 

 

თუ შიშველ გოგონას ხედავთ - რომანტიკული ნატურა ხართ. ცხოვრებისა და ურთიერთობების მიმართ პოეტური დამოკიდებულება გაქვთ. ზოგჯერ რეალობას თვალს ვერ უსწორებთ და გარშემო მყოფები გსაყვედურობენ, რომ "ღრუბლებში დაფრინავთ". 

 

ნუ გგონიათ, რომ ეს ცუდი თვისებაა, რომანტიკული ადამიანები თითქმის "გადაშენდნენ". უბრალოდ, ცოტა უფრო დაკვირვებული და რეალისტური უნდა გახდეთ. 

 

თუ წყალს ხედავთ - მშვიდი და წყნარი პიროვნება ხართ. ძნელია თქვენი წყობიდან გამოყვანა. ერთი კარგი თვისებაც გაქვთ: სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, ყველაფერს დეტალურად განიხილავთ. ზოგჯერ საქმეებზე ორიენტირებულს ახლობლების არსებობა გავიწყდებათ, რის გამოც ისინი გსაყვედურობენ.

 

ეცადეთ, მათ მიმართ მეტად ყურადღებიანი იყოთ, თქვენ ხომ მყუდრო და კომფორტული ადამიანი ხართ და ამიტომაც ყველა თქვენკენ მოისწრაფვის. 

ავტორ(ებ)ი : pomada.ge