Powered by Jasper Roberts - Blog

17:28 22.12.2016
გამოჩენილი მადმუაზელი - 5 რამ, რასაც ვერ იტანდა კოკო შანელი

1. ღია მუხლებს

 

ცნობილია, რომ  კოკო შანელი მუხლებს სხეულის ყველაზე მახინჯ ნაწილად თვლიდა. ამიტომაც შანელის იდეალურ სიგრძედ ითვლება მუხლს ოდნავ ქვემოთ.

 

2. შარვალს

 

კოკომ შემოიღო მოდაში საზღვაო ზოლიანი მაისური, ტვიდის სპორტული ტანისამოსი, უბრალო თეთრი კაბა-პერანგები, დაამოკლა ქვედაბოლოების სიგრძე და ბევრი სხვა - მაგრამ ვერანაირად ვერ შეძლო ქალის შარვლის მიღება. თუმცა, ახალგაზრდობაში ხშირად ჩნდებოდა მამაკაცის ტანსაცმელში და ამით შოკში აგდებდა ფრანგულ მაღალ საზოგადოებას.

 

3. კვირა

 

კოკო ვერ იტანდა კვირა დღეს იმისთვის, რომ ეს დღე იყო უქმე.  არავის არ უნდოდა მუშაობა კვირას!

 

4. საქორწინო კაბებს

 

მადმუაზელი არასოდეს ყოფილა გათხოვილი და პრინციპულად არ ასრულებდა კოლექციის ჩვენებას საქორწინო კაბებით, როგორც ამას დღეს აკეთებს კარლ ლაგერფელდი.

 

5. ბრილიანტებს

 

შანელს არ უყვარდა სამკაულები სამკაულებისთვის, ბრილიანტები და მარგალიტი, რომლებსაც იღებდნენ სეიფიდან იმიტომ, რომ საღამოზე გაეკეთებინათ, შემდეგ კი ისევ ინახავდნენ სეიფში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეკუთვნოდა რომელიმე  სააქციო საზოგადოებას. კოკო ატარებდა ყალბ და ძალიან ლამზ სამკაულებს. მოკლედ, მან შემოიღო მოდა ბიჟუტერიაზე და ამით უზარმაზარი სამსახური გაგვიწია.

ავტორ(ებ)ი : pomada.ge