Powered by Jasper Roberts - Blog

17:01 22.12.2016
მიირთვით ყვავყლოვანი კომბოსტოს ბრაწულა-ჯანსაღი და გემრიელი კერძი!

ჯანსაღი საკვების მიღება ყველასთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თქვენთვის გემრიელი და ძალიან ჯანსაღი კერძის რეცეპტი შემოგვეთავაზებინა. ყვავილოვანი კომბოსტოს ბრაწულა, ვიტამინებითაა სავსე და ძალიან მარტივად მოსამზადებელია!

 

ინგრედიენტები:

  • 1 ½ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო (მხოლოდ ყვავილები)
  • 450 გრ. (1 ქილა) დაჭყლეტილი პომიდორი
  • ½ დაჭრილი ხახვი
  • 2ც. დაჭრილი, წითელი ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი დაჭრილი ნიორი
  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ს. კ დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ჭიქა გახეხილი ყველი (პარმეზანი)
  • ½ ჩ. კ შაქარი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მომზადების წესი:

    გაახურეთ ღუმელი 200 გრადუს ცელსიუსზე, დაალაგეთ კომბოსტოს ყვავილები, ბულგარული წიწაკა და ნიორი საცხობ ქაღალდზე და მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ 20 წუთი.

     

    მომზადებული ბოსტნეული საცხობი ქაღალდიდან გადაიტანეთ საცხობ ჭურჭელში, დაფარეთ დაჭყლეტილი პომიდორით, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ოხრახუში. კარგად აურიეთ, მოაყარეთ შაქარი, მარილი და პილპილი.

     

    ღუმელის ტემპერატურა შეამცირეთ 180 გრადუს ცელსიუსამდე და აცხვეთ ბოსტნეულის მიქსი 15-20 წუთი. მომზადების შემდეგ კერძი გააგრილეთ 5 წუთით.

     

    წყარო

  • ავტორ(ებ)ი : geotimes.ge