Powered by Jasper Roberts - Blog

13:25 22.12.2016
სენსაციური აღმოჩენა – ყველა ცისფერთვალებას საერთო საიდუმლო აქვს!

სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ ყველა ცისფერთვალება ერთი და იმავე უძველესი ადამიანის შთამომავალია, რომელიც 6-10 ათასი წლის წინ ცხოვრობდა ევროპის ტერიტორიაზე. მას პირველს აღენიშნა უჩვეულო მუტაცია, რომელიც დღესდღეობით ჩვეულებრივი თვალის ფერია.

თავდაპირველად დედამიწაზე ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა. დროთა განმავლობაში გენ OCA2-ის წყალობით, მუქი პიგმენტის რაოდენობამ ვარირება დაიწყო სხვადასხვა ინდივიდთთან და გაჩნდა ყავისფრის სხვადასხვა ტონალობა. მერე კი სხვა ფერებიც წარმოიქმნა.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ცისფერ თვალებზე გავლენას ახდენს გენი HERC2, რომელიც ყავისფერ თვალებზე პასუხისმგებელი გენის გავლენას ასუსტებს. მიიჩნევა, რომ ეს გადახრა პირველად მაშინ გაჩნდა, როცა მრავალი ათასი წლის წინ ადამიანებმა აფრიკიდან ევროპისკენ დაიწყეს გადანაცვლება. ასე რომ, ყველა ცისფერთვალება წარმოშობილია პირველი ევროპელი მიგრანტებისგან.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge