Powered by Jasper Roberts - Blog

16:34 21.12.2016
"რატომ მოხდა ისე, რომ მკვლელობის ადგილას დაცვა არ იმყოფებოდა" - მამუკა არეშიძე

გაზეთ „რეზონანსშო“ კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის შესახებ საუბრობს.

 

პოლიტოლოგის განცხადებით უამრავი კითხვა გააჩნდა, რომელზეც პასუხები ჯერჯერობით არ გაცემულა.

 

 „ერთი შეხედვით ეს გარეგნულად ტერაქტს ჰგავდა. თუმცა უამრავი შეკითხვა გაჩნდა, რომელზეც პასუხები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.  მაგალითად, რატომ დაემთხვა ეს მკვლელობა და ბერლინში მომხდარი ტერაქტი ერთმანეთს? რატომ დაემთხვა ეს მკვლელობა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს მოსკოვში? რატომ მოხდა ისე, რომ მკვლელობის ადგილას დაცვა არ იმყოფებოდა - არც ელჩის პირადი დაცვა და არც სახელმწიფო დაცვა? ეს საკმაოდ მაღალი დონის ღონისძიება იყო, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთის ელჩი, არამედ თურქეთის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელიც ესწრებოდა. თურქეთში კი დღეს ისეთი ვითარებაა, რომ რიგითი ჩინოვნიკიც კი დაცვით დადის. ასევე, რატომ მიეცა ტერორისტს საშუალება კარგა ხნის განმავლობაში ხმამაღალი განცხადებები ეკეთებინა? მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოხდა მისი ლიკვიდაცია. თურქულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ელიტარული საპოლიციო რაზმის, ე.წ. თურქული "ომონის" წევრი იყო და იქიდან თითქოს ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წევრობისათვის გაანთავისუფლეს. ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წევრობის გამო კი არა, მისი მხარდამჭერობის გამოც კი უამრავი ხალხი თურქეთის ციზხეებში ზის. როგორ მოხდა, რომ ეს პიროვნება ქუჩებში თავისუფლად დასეირნობდა? მოკლედ, სანამ ამ კითხვებზე პასუხი არ გვექნება, რთულია, მომხდარს საბოლოო კვალიფიკაცია მეიცეს“, - აცხადებს არეშიძე.

 


ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ეს ტერაქტი ექსპერტი პასუხობს:

დასავლეთის სპეცსამსახურებს, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებს, ისლამურ ხალიფატს, ქურთებს და ა.შ. ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლია გითხრათ, რომ ვერ ვხედავ დადებით შედეგს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლებას ეს ტერაქტი მოუტანდა. ის ამით დაინტეერსებული ნამდვილად არ იყო“, - განაცხადა არეშიძემ.

 


შეიძლება თუ არა ორ ქვეყანას შორის დამთბარი ურთიერთობები ამ ყველაფერმა არიოს, არეშიძეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე მისცემს თუ არა თურქეთი რუსეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში ჩართვის საშუალებას.


პუტინის განცხადება სწორედ ამ კონტექსტში იყო გაკეთებული. მან თქვა, რომ ტერაქტი თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის. ლავროვმაც იგივე განაცხადა. თუმცა, აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - მისცემს თუ არა თურქეთი რუსეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში ჩართვის საშუალებას? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ასე მოხდა, ჩათვალეთ, ტერაქტს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისათვის არანაირი მნიშნელობა არ ექნება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მოსკოვში სერიოზული ეჭვიანობა დაიწყება“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

 


ჟურნალისტის კითხვაზე "ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით" - მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ეს შემთხვევა რუსეთის მიერ ალეპოში ბოლო დღეებში განხორციელებულ მოვლენებთან კავშირშია?

 

 

შეგვიძლია შეთქმულების თეორიის პათოსით ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ეს სიტყვები სპეციალურად იყო ნათქვამი, რათა მსოფლიო საზოგადოებისათვის ტერაქტის აზრი უფრო ახსნადი ყოფილიყო. დღეს ხომ მსოფლიო მედია ალეპოში მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის აღწერითაა დაკავებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუკი ეს კონკრეტული ძალის მიერ ორგანიზებული იყო, ამ ადამიანს ეს სიტყვები ათქმევინეს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge